"პირდაპირ გეტყვით, ისეთ პრობლემებს წავაწყდი, რომ არ მეგონა, თუ შემექმნებოდა"

AutoSharing Option
საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის ელიტრაუნდი უქულოდ დაასრულა. ვასილ მაისურაძის გაწვრთნილი გუნდი ჯერ ბოსნიასთან დამარცხდა (1:2), მერე რუსეთთან (0:1), ბოლოს კი იტალიელ თანატოლებთანაც დაყარა ფარ-ხმალი (0:1).

საკუთარ კედლებში მოთამაშე ჩვენი ბიჭებისგან გაცილებით მეტს ველოდით. მიგვაჩნდა, რომ ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრა შეგვეძლო. შედეგი კი საპირისპიროა.

ფაქტია, როცა საქმე 17 წლის ჭაბუკს ეხება, მას ხაზს ვერ გადაუსვამ. ისეთი ფეხბურთელებიც ბევრი ვიცით, ამ ასაკში რომ ვერაფერი უჩვენებიათ და მერე მსოფლიო დაუპყრიათ, მაგრამ ამ წარუმატებლობაზე თვალის დახუჭვაც არ ივარგებს.

17-წლამდელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვასილ მაისურაძე
"ლელოსთან" ინტერვიუში ელიტრაუნდს აფასებს...

- პირველ რიგში, ზოგადად შევაფასოთ ევროპის ჩემპიონატის თბილისური ელიტრაუნდი...
- როგორი შეფასება უნდა გავაკეთო? რა თქმა უნდა, შეფასება უარყოფითია. საკუთარ თავზე ვიღებ პასუხისმგებლობას. ერთი კია - ტურნირის დაწყების წინ მე შევპირდი ქართველ გულშემატკივარს, რომ ვითამაშებდით "პირველ ნომრად" და ეს შევასრულეთ კიდეც.

ჩემი აზრით, პირველ ორ თამაშში მარცხს არანაირად არ ვიმსახურებდით. ეს განსაკუთრებით ეხება რუსეთთან შეხვედრას. ვნახე პირველი ორი თამაშის სტატისტიკური მაჩვენებლები და უნდა გითხრათ, რომ ბევრ რამეში თვალსაჩინოა ჩვენი უპირატესობა. მაგალითად - ჩვენ ხშირად ვურტყამდით კარში... ოღონდ ესაა, ხარისხიანად ვერ ვურტყამდით...

რაც შეეხება იტალიის ნაკრებს, ეს არის ამ ასაკში ევროპული ფეხბურთის ნამდვილი გრანდი. პირველ ტაიმში ჩვენ კარგად გამოვიყურებოდით; მეორე ტაიმში რაც მოხდა, ეს არ ჯდება არანაირ ლოგიკაში... ასე თამაში არ შეიძლება! ჩვენი ფეხბურთელი ასე არ უნდა მოქცეულიყო. იტალიასთან 11 კაცით არის თამაში რთული და, მით უმეტეს, 10 კაცით რა იქნებოდა?!

მე არასოდეს ვიშვერ ხელს ფეხბურთელისკენ, მაგრამ კიდევ ვიმეორებ - ასე მოქცევა არ შეიძლება!

მთლიანობაში, ჩემი აზრი თუ გაინტერესებთ, მიმაჩნია, რომ დრო არ მეყო. ორი თვე გვქონდა ელიტრაუნდამდე, რაც არ აღმოჩნდა საკმარისი. ჩემი შეცდომა ის იყო, რომ სწორად ვერ განვსაზღვრე საწყისი წერტილი, ის წერტილი, საიდანაც უნდა დამეწყო მუშაობა. ახლა ვხვდები, რომ ეს საწყისი წერტილი უფრო დაბალი საფეხური უნდა ყოფილიყო, მაგრამ პირდაპირ გეტყვით - წავაწყდი ისეთ პრობლემებს, რომლებიც არ მეგონა, თუ შემექმნებოდა.

ამ ნაკრებში არიან ინდივიდუალისტები, თუმცა გუნდური თამაში ვერ იყო სათანადო დონეზე. ეს ფაქტია და ამას ჩვენ ვერსად გავექცევით. ამ თაობას ყველაფერი წინ აქვს და მინდა, მას წარმატებები ვუსურვო.

- ბევრის აზრით, და მას მეც ვიზიარებ, არ არის მართებული, რომ ნაკრები მხოლოდ თბილისელი ფეხბურთელებით იყო დაკომპლექტებული...
- გიპასუხებთ. ივანიაძე ბათუმელია და თბილისში ცხოვრობს; ქავთარაძე ჟინვალელია, ხარაბაძე - ქუთაისელი... ჩვენ ალალბედზე არ შეგვირჩევია ფეხბურთელები. ყველა მწვრთნელთან გვქონდა კავშირი. მათგან ვიღებდით ინფორმაციას... გეუბნებით სრული პასუხისმგებლობით, რომ არავინ გამოგვრჩენია საქართველოში. ვინც იყო ღირსი, ყველამ ითამაშა. ჩემი ინიციატივით სამი ფეხბურთელი მივიდა ნაკრებში და მიმაჩნია, რომ მათ გაამართლეს.

ზურაბ დავითაშვილს მე მივიჩნევ ქართული ფეხბურთის ამომავალ ვარსკვლავად. მან ორი წლით დიდებში ითამაშა და თავი ნამდვილად არ შეურცხვენია. გაამართლეს გიორგი ივანიაძემ და სანდრო შეწირულმაც.

ფეხბურთელზე რომ ვამბობთ, ნაკრებში თამაშის ღირსიაო, სადმე ხომ უნდა თამაშობდეს? ან დუბლებში უნდა იყოს, ან უმაღლესი ლიგის გუნდის სამატჩო განაცხადში მაინც ხვდებოდეს...

- რატომ ვერ მოხვდნენ ნაკრებში ვირუბოვი, ბარაბაძე და ქიმერიძე, რომლებმაც გოჩა ავსაჯანიშვილის ხელმძღვანელობით მონაწილეობა მიიღეს ევროპის ჩემპიონატის პირველი შესარჩევი ბარიერის დაძლევაში?
- კი ბატონო, გიპასუხებთ. დავიწყოთ ვირუბოვით. მან მძიმე ავადმყოფობა გადაიტანა და სწორედ ამის გამო ვერ წავიყვანეთ მინსკის საერთაშორისო ტურნირზე. მერე გამოვიძახეთ სომხეთთან ამხანაგურ მატჩებში და გამოჩნდა, რომ ჯერაც ეტყობოდა ავადმყოფობის კვალი, ვერ იყო ოპტიმალურ ფორმაში. სხვათა შორის, ამაზე თავადაც დაგვეთანხმა...

რაც შეეხება ბარაბაძეს, 4-3-3 ტაქტიკურ სქემაში შეიძლებოდა მისი გამოყენება, თუმცა იმ სქემაში, რომელიც ჩვენ ავირჩიეთ, ვერ დავინახე მისი ადგილი, რადგან ის გამოკვეთილად ფლანგის ფეხბურთელია. ქიმერიძის მომზადების დონე კი, ამ ეტაპზე, ჩემთვის არ იყო დამაკმაყოფილებელი. სულ ესაა, რისი თქმაც ამ თემაზე შემიძლია.

- ცალკე უნდა გკითხოთ გუნდის კაპიტან ლუკა ასათიანზე. რატომ იჯდა ის სათადარიგოთა სკამზე პირველ ორ შეხვედრაში? მიკროტრავმა აწუხებდა თუ თქვენ გადაწყვიტეთ ასე?
- არა, ეს მოხდა ჩემი გადაწყვეტილებით. საქმე ისაა, რომ სომხეთთან ამხანაგურ მატჩებში ასათიანი კარგად ვერ გამოიყურებოდა. იტალიასთან კი მაღალ დონეზე ითამაშა. ვეუბნებოდი, შეენარჩუნებინა მხნეობა. ლუკამ ძალიან კარგად მიიღო ჩემი გადაწყვეტილება. ასათიანს კარგი ფეხბურთის თამაში შეუძლია. მან გამოიყენა შანსი, რომელიც მივეცი.

- პირველ შეხვედრაში დაშვებული უხეში შეცდომების შემდეგ ლუკა გუგეშაშვილი ერთ-ერთი საუკეთესო იყო ქართველთა შორის. როგორ მოხერხდა, რომ გუგეშაშვილმა ამ შეცდომების შემდეგაც შეინარჩუნა ფსიქოლოგიური მდგრადობა?
- რა თქმა უნდა, დასანანი იყო, რაც მოხდა. გოლზე არ არის აქ ლაპარაკი. მას ბოსნიასთან მატჩის დაწყებისთანავე ემჩნეოდა ნერვიულობა. გახსოვთ, ერთ ეპიზოდში შეცდა, მერე ისევ შეცდა... გოლი გოლია, ყველამ შეიძლება გაუშვას... ჩვენ შეგვეძლო კარში მეორე მეკარე - კერესელიძე დაგვეყენებინა, მაგრამ მაინც არ გავწიეთ გვერდზე გუგეშაშვილი. ვუთხარით და ისიც მიხვდა, რომ ბევრი რამ უნდა დაიწყოს თავიდან, უნდა გადააფასოს ბევრი რამ.

- მოგვეჩვენა, რომ საქართველოს ნაკრებს ორი მთავარი პრობლემა ჰქონდა: "ბოლო პასისა" და გამოკვეთილი ინდივიდუალისტების არყოლის. ეთანხმებით ამ შეფასებას?
- გეთანხმებით, წინა ხაზში არ იყო იმდენი სიმწვავე, რამდენიც უნდა ყოფილიყო. მეტოქეებს ჩვენზე აქტიური და აგრესიული ფეხბურთელები ჰყავდათ წინა ხაზში. თუნდაც იტალია ავიღოთ - ყველამ ვნახეთ, რა დონეზე ითამაშა მათმა შავკანიანმა ფორვარდმა მოისეს კინმა. ჩვენ ვცდილობდით სიტუაციის გამწვავებას. კარში ცოტა არ დაგვირტყამს, მაგრამ წეღანაც ვთქვი - ხარისხიანად ვერ ვურტყამდით. რაც შეეხებათ შემსრულებლებს, ინდივიდუალისტებს, ფეხბურთელი ასეთად უნდა დაიბადოს.

- იტალიას თავი დავანებოთ, მაინც რით გვაჯობეს ბოსნიამ და რუსეთმა?
- თუნდაც არჩევანით, ფეხბურთელების რაოდენობით... მათ საშუალება აქვთ, არაერთი გუნდიდან აირჩიონ ფეხბურთელი, ჩვენთან კი მაქსიმუმ ორი მოთამაშეა ერთ პოზიციაზე. გინდა თუ არა, საქართველოში ფეხბურთელმა იცის, რომ 20 კაცში გარანტირებული აქვს ადგილი და სრულყოფაზე ნაკლებად მუშაობს.

- ხომ არ გამოგვეპარა რომელიმე ფეხბურთელი უცხოეთში?
- ჩვენ გვყავდა ნაკრებში გულბანი ჰოლანდიური "ზვოლედან". საქმე ისაა, რომ კლუბიდან დარეკეს და გვითხრეს, გვენახა ჩვენთვის საინტერესო ფეხბურთელი... შეიძლება ამ მოკლე დროში მართლაც გამოგვრჩა ვინმე. ამას ნამდვილად ვერ გამოვრიცხავ.

- რჩებით 17-წლამდელთა ნაკრებში?
- არა, ამიერიდან ახალგაზრდული ნაკრების სამწვრთნელო შტაბში ვიქნები გია გეგუჩაძესთან...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 23 /
mozeბნერ პეხბურტელები რაიონსი რომ გეზარებატ სიარულიდა ნახავტ სედეგს რას გავს ეს დავიჯეროტ მტელ ქუტაისსი ერტი პეხბუტტელი ვერნახეტ რომ წაგეყვანატ ნაკრებსი ზუგდიდსი სამტრედიასი არაგყავტ სელექციონერები მისცერებიხარტ ტბილისს ოტახსი გაზრდილი ბიწები მეტს ვერ სვებიან რაიონებსი გადიტ
ana
23 მარტი 2016 12:58
0
რას ერჩით მაისურაძეს,ნეტავ ასეთი კარგი მწვრთნელი ბევრი ყავდეს საქართველოს.უბრალოდ სირცხვილია ბავშვების და მცვრთნელის შეურაცხყოფა.გამხნევების ნაცვლად ,აღარ იცით რა დაწეროთ.ნიჭიერი თაობაც არის და მცვრთნელიც გადასარევი.აააააამას დაამტკიცებენ ბიჭები მალე.მართლა არ იყო საკმარისი 2 თვე მოსამზადებლად.ფიზიკურად მოუმზადებელი გუნდი 2 თვეში კიდევ კარგად წამოწია წინ.ბაავშვებიც ნიჭით შეარჩია.ზოგიერთი ბოღმით რომ წერს ვითომ ნაცნობობითო,გამორიცხულია.მაისურაძე სამართლიანი მცვრთნელია.წარმატებები ბატონო ვასილ.
ბარსა
23 მარტი 2016 10:21
0
ეჰ ჩემო ვასილ შენ გარტყმაში არ ხარ რაებს ლაპარაკობ მაგარმ მოვა დრო და დაფიქრდები სენ საქციელზე თბილისის გუნდებზე რომ აკეთებტ აქცენტს ამას რა ახსნა უნდა და რეგიონები ფეხებზე გკიდიათ ასე იყო მუდამ და ასე დარჩება მაგ ასაკში აი გეგუჩაძეზე მაგას ვერ ვიტყვი ის სხვა დონის პიროვნება და არავის დაკრულზე არ იცეკვებს თავის პრინციპები რაც სულ მალე დაეტყობა 21 წლამდელებს და მალე 19 წლამდელემსაც აი ნაკრებში რომ ვაისი დინამოს ინტერესების დასაცავადაა ცამოყვანილი თქმა არ უნდა აღიარა ამ კაცმა კიდევაც ძირითადი ბირთვი დინამოდან იქნებაო და ერთი კარგად რომ წააგებს მერე მოვა აზრზე მაგრამ გვიანღა იქნება ასე ჩვენ ვერ გავფრინდებით ხალხო ვეარააააააააააა
არსენა
23 მარტი 2016 09:43
0
Ubralod shecdoma iyo am kacis danishvna am nakrebshi,jobda 19 ebshi darcheniliyo,19 ebidan 17 ebshi gadasvla dawinaurebaa tu daqveiteba esec sainteresoa..faqtia 19 ebshi uferulma tamashma sakvalifukacioze vigaca chaafiqra da gadawyvetileba miigo mistvis 17 ebi chaebarebina,agmochnda rom cudad dafiqrda..
ubralod duru
23 მარტი 2016 02:31
0
იძახის დრო არ მეყოო, სადაც ჰქონდა იქ ხომ ააყვავა ყველაფერი. დინამოში და ლოკომოტივში რა უშლიდა ხელს გუნდი რომ დაეყენებინა? რატომ ვერ აჩვენა შედეგი? ჯობია მიწაზე დაეშვას და კვალიფიკაცია აიმაღლოს.
Gim
22 მარტი 2016 23:29
0
ბატონო ვასილ მარტო სამი კაცი თუ აიყვანე დანარჩენი 15 კაცი სხვისი აზრით და თხოვნით აიყვანე ნაკრებში? აი კიდევ დიდი დანაშაული მარტო სამი კაცი იყო შენი მოსაწონი და დანარჩენები სხვამ გირჩია და გიბძანა ამას ვამბობთ ამდენმა ხალხმა რო შეგაწუხა და შენი საქმე გააფუჭ ა ცოტახანში ისიც წამოქცდება ვახომ ვინ გირჩია საბურთალომ ვინ გირჩია ფედერაციამ ვინ გირჩია და ასე შემდეგ ასე შეირჩა 18 კაცი
gio
22 მარტი 2016 23:19
0
ვასილ მაისურაძეს მარტო რატო ბრალდება ეს ყველაფერი არ მესმის იაგორაშვილი იმისთვის დატოვეს იცნობდა ამ ნაკრებს იაგორაშვილმა ურჩია ყველაფერი მაისურაძე ენდო და აი შედეგი 35 ბავშვები ვახოს არ ევასებოდა განსაკუთრებით აი შედეგი მაისურაძეს ორ ტვეში რა უნა ენახა ვახო ხო სამი წელი უყურებდა რატო შეიყვანა შეცდომაში
maxo
22 მარტი 2016 20:46
0
"თუმცა იმ სქემაში, რომელიც ჩვენ ავირჩიეთ, ვერ დავინახე მისი ადგილი", .."ჩვენ შეგვეძლო კარში მეორე მეკარე - კერესელიძე დაგვეყენებინა, მაგრამ მაინც არ გავწიეთ გვერდზე გუგეშაშვილი."...და ასე შემდეგ უსასრულოდ-ნუთუ მწვრთნელის ლიცენზიაც ნამუსივით იყიდება?!
ვაი
22 მარტი 2016 20:21
0
რა პირველ ნომრად თამაშობდა...არცერთ ნომერს არ შეედარება ის თამაში რაც ამ ნაკრებმა აჩვენა..ლებედ რაკ და შუკასავით დარბოდნენ პო რაზნიმ კონცამ...ეგაა საქმის უცოდინარობა..არაპროფესიონალიზმი...და კიდევ ახალი ნაკრების შტაბში უნდა იყოს ეს კაცი?...
bujanga
22 მარტი 2016 19:18
0
იაგორამ საერტოდ არ იცის ფეხბყრტი იცის მარტო ტავისი მოყვანილების დაწინაურება აკადემია ტავისი გონია დალიან მაგარი ფეხბურტელები გაყარა იმიტომ რომ ასეტი ხრედვა აქ მას გააკეტოს კომენტარი და ახსნასრა მოხდა რატო არ ატამასეს კარგი ბავსვები
pako
22 მარტი 2016 18:57
0

სიახლეები პოპულარული