"მელქაძეს და ყიფიანს საქართველოს ნაკრებში გამოსვლის სურვილი არ აქვთ"

AutoSharing Option
ცნობილია, რომ 19-წლამდელთა ევროპის 2017 წლის ჩემპიონატს საქართველო უმასპინძლებს. საამისოდ, მზადებას უკვე შეუდგა 18-წლამდელთა ნაკრები, რომლის მთავარი მწვრთნელი გიორგი ყიფიანია. რეალურად, ამ ნაკრების ბაზაზე ჩამოყალიბდება 19-წლამდელთა გუნდი, რომელიც ამ ტურნირში ითამაშებს...

- გიორგი ყიფიანი: ნოემბერში ესპანეთი, ჰოლანდია და, სავარაუდოდ, ინგლისი გვესტუმრებიან

როგორც გიორგი ყიფიანი აცხადებს, ნაკრებისთვის კანდიდატებს არა მხოლოდ საქართველოში, არამედ უცხოეთშიც ეძებს, რუსეთში მოთამაშე ქართველებს კი აქ ჩამოსვლა ამ ეტაპზე არ სურთ:

"უცხოეთში ბევრი უცნობი ქართველი თამაშობს. მათ ჩვენი ანალიტიკური ჯგუფი აკვირდება და თუ ვინმე საინტერესო გამოჩნდება, სიამოვნებით გავსინჯავთ.
ელიტრაუნდისთვის "კრასნოდარიდან" მცველის, გოგლიჩიძის მოწვევა გვსურდა, მაგრამ ვერ ჩამოვიდა.

რუსეთის ნაკრებში ყიფიანი და მელქაძე თამაშობდნენ, მაგრამ, სამწუხაროდ, ჩვენს ნაკრებში გამოსვლის სურვილი არ აქვთ, ყოველ შემთხვევაში, ასეა ამ ეტაპზე და არავინ იცის, რა პოზიცია ექნებათ მათ ხვალ და ზეგ", - აცხადებს მწვრთნელი.
მკითხველის კომენტარები / 25 /
ამ ეტაპზე საქართველოს ნაკრებში თამაშს ჯობია სვარჩიკად იმუშაონ. ან არიან კი მზად ეროვნული ნაკრებისათვის. ითამაშონ ასაკობრივ ნაკრებებში, იმ ქვეყანაში, სადაც დაიბადნენ და მერე გამოჩნდება მათი პერსპექტივა.
gaga
09:39 20-04-2016
0
ეს მსობლიური საქარტველოა ისე არავინ გიჯავრებს როგორც სენი ერი მარტალია გვიწირს ამ დროს დადექი სენი ქვეყნის სამსახურსი როლანდო უზლიერესია მაგრამ რას აგწევს პორტუგალიის ნაკრები განსაკუტრებულს ვერაპერს მაგრამ როლანდოს კარგი ტამასი ყვეელას ახარებს მატ ნაკრებსი სეუზლია ტქვას ნაკრებსე უარი მაგრამ არა მას უყვარს მისი ქვეყანა ქარტველებს რა გემარტებატ კალაზეც ტამასობდა გულიტ ნაკრებსი მაგრამ საქარტველოს ნაკრებმა ვერ მოიგო საგზური მაგრამ მის დიდ პეხბურტელობას რაიმე დააკლდა ის დიდ მილანსი ცვეულებრივად აგზელებდა ტამასს ამიტ მინდა ვტქვატუ საქარტველოს ნაკრებსი იტამასებენ ეს ახალგაზრდები ამი მატ კარგ პეხბურტელობას არაპერი მოაკლდება
ledi
10:13 20-04-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული