ქართული ფეხბურთი

ასაკობრივი ნაკრებები

გია გეგუჩაძე ახალგაზრდული ნაკრების კანდიდატებს "ბასაზე" შეკრებს

AutoSharing Option
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მთავარი მწვრთნელი გია გეგუჩაძე ტრადიციას აგრძელებს. დღეს, 26 აპრილს, 21-წლამდელთა კანდიდატები "ბასაზე" შეიკრიბებიან და მორიგ ვარჯიშს ჩაატარებენ.

ახალგაზრდულ ნაკრებში მწვრთნელად გეგუჩაძის დანიშვნის შემდეგ ეს უკვე მესამე წვრთნაა. არჩევანი 25 ფეხბურთელზე შეჩერდა.

მეკარეები: დავით მარიამიძე (დილა), გოგი კულუა (დინამო, თბ);
მცველები: თორნიკე კირკიტაძე (ჩიხურა), ირაკლი კომახიძე (შუქურა), ზურაბ მალანია (შუქურა), ლუკა ნოზაძე (გურია), ანრი ჭიჭინაძე (ტორპედო), გურამ გიორბელიძე (სიონი), დავით უბილავა (ლოკომოტივი), ალექსანდრე გურეშიძე (სიონი), ალექსანდრე ჩაკვეტაძე (კოლხეთი), გიორგი გაბაძე (ლოკომოტივი), გიორგი გაფრინდაშვილი (სიონი);
ნახევარმცველები: ბექა ჭკუასელი (დინამო,
ბთ), თენგიზ წიქარიძე (დილა), ოლეგ მამასახლისი (ტორპედო), გიორგი კაშია (დინამო,  ბთ), ზაურ გოგუაძე (მერანი), ნიკა ლაშხია (ზუგდიდი), ოთარ კობახიძე (სიონი), ლევან ნონიკაშვილი (დილა);
თავდამსხმელები: ილია კერძევაძე (შუქურა), ნიკა ტუღუში (კოლხეთი), დავით ვოლკოვი (ჩიხურა), დავით ჯიქია (სამტრედია).

და კიდევ - 27 აპრილს, 13 საათზე, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის საპრესკონფერენციო დარბაზში გია გეგუჩაძე საქართველოს ასაკობრივი ნაკრებების განვითარების გეგმის პრეზენტაციას გამართავს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე დაგაინტერესებთ