U17. საქართველო-აზერბაიჯანი 3:1 - დიდი უპირატესობა და 3 გოლი

AutoSharing Option
საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა აზერბაიჯანელ თანატოლებთან ამხანაგურად ითამაშა.

გურამ ასპინძელაშვილის გაწვრთნილები დიდ უპირატესობას ფლობდნენ და ეს შედეგშიც ასახეს. საქართველოს ნაკრებმა არაერთი საგოლე მომენტი შექმნა და მხოლოდ სამი მათგანით ისარგებლა - თავი თამაზ ბაბუნაძემ, გიორგი ჯინჯოლავამ და ლუკა ჩიქოვანმა გამოიჩინეს.

სტუმრებმა მხოლოდ კამრან გულიევის ზუსტი თავურით უპასუხეს, ერთხელაც ბურთი ჩვენი კარის ძელს მოარტყეს.

ხვალ, 23 აგვისტოს, საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები, 18 საათზე, ტექნიკურ ცენტრ "ბასაზე" აზერბაიჯანელ თანატოლებს მეორედაც შეხვდება.

ამხანაგური მატჩი
21.08. თბილისი. ტექნიკური ცენტრი "ბასა"
საქართველო-აზერბაიჯანი 3:1
გოლები: 1:0 ბაბუნაძე (18), 1:1 გულიევი
(34), 2:1 ჯინჯოლავა (57-პენ), 3:1 ჩიქოვანი (74)
საქართველო: ბულისკირია, კაპანაძე (41. კვარაცხელია), გაბედავა (74. გელაშვილი), ჯინჯოლავა (80. ჯანაშია), ხარაბაძე (74. ჯავახიშვილი), დარცმელია, დავითაშვილი (64. ჩიქოვანი), ბაბუნაძე (74. გულიაშვილი), გაბუნია (41. გრძელიძე/80. ქუთათელაძე), ივანიაძე (64. კაკაურიძე), მექვაბიშვილი (74. ლორთქიფანიძე).
მწვრთნელი: გურამ ასპინძელაშვილი
აზერბაიჯანი: თუნჯერი, ველიზადე, სეიდოვი (53. აბაში), გულიევი, მუსტაფაიევი (57. ხ. მაჰმუდოვი), ფ. მაჰმუდოვი, ალიბეილი (64. ალიევი), მარდანოვი, მუშტაგოვი, სადიგოვი (64. მამადოვი), გურბანოვი (41. ხალილოვი/71. მაჰამაროვი).
მწვრთნელი: რაფიგ მირზაევი
გაფრთხილებები: ალიბეილი (24), ხალილოვი (52), ჩიქოვანი (71)
არბიტრი: ლაშა სილაგავა.
მკითხველის კომენტარები / 2 /
მსაჯი იყო სამარცხვინო.3 ჯარიმა და პენალი გვაჩუქა,ეგ დათვური სამსახური უარესია,ვინ იცის ჯობდა 1-1 ყოფილიყო რომ და აზრზე მოვგვიყვანდა მეორე თამაშის წინ თორემ მთელ თამაშში 2-3 გააზრებული კომბინაცია გვქონდა
111
22 აგვისტო 2016 15:27
0
ძალიან დაბალი დონის იყო ორივე გუნდი,ცოტათი ვჯობდით.დავინახეთ რომ არავინ არ გვეზრდება სამომავლოდ.უაზრო ბურთის თრევა.გუნდური თამაში მინიმალური დოზით.მეორე ტაიმის დასაწყისში 10 წუთი ბურთიც დაგვიმალეს.უჯიგრობა,დაძაბულობა.შეიძლება სიცხის ბრალიც იყო.7-ზე დაეწყოთ ჯობდა,მაგრამ 30-40ლარის დენი დაიწვებოდა და არჩიეს ბიჭებს დახეთქოდათ თავები.მოკლედ საშველი არ ჩანს...
svani
22 აგვისტო 2016 15:20
0

სიახლეები პოპულარული