ქართული ფეხბურთი

ასაკობრივი ნაკრებები

გიორგი ყიფიანმა 19-წლამდელები "სამტრედიასთან" გამოსცადა

AutoSharing Option
საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა მოახლოებული ნოემბრის ტურნირის წინ მორიგი ამხანაგური მატჩი გამართა და უმაღლესლიგელ "სამტრედიას" გაეჯიბრა. სამტრედიელები ჩემპიონატის წითელ ჯგუფს ერთპიროვნულად ლიდერობენ, ამ ტურში დასვენება უწევდათ და პაუზა გიორგი ყიფიანის გუნდთან სპარინგით შეავსეს.

19-წლამდელთა ნაკრებისთვის მატჩი ნაყოფიერი გამოდგა - საკმაო წინააღმდეგობა გაუწიეს უფროს და გამოცდილ მეტოქეს. შეხვედრა "სამტრედიის" გამარჯვებით დასრულდა (2:1), ნაკრებიდან ერთადერთი ბურთი კი ლუკა ვარძელაშვილმა გაიტანა.

გიორგი ყიფიანმა ასეთი შემადგენლობა ათამაშა: გუგეშაშვილი, კიკალიშვილი, ქაფიანიძე, ხუბაშვილი, ხარაბაძე, კუცია, ვარძელაშვილი, ფოჩხუა, ქავთარაძე, არველაძე, ჩოგაძე.

შეცვლაზე შევიდნენ: ჩოჩიშვილი, მალი, ბულუხაძე, ფიფია, შეწირული,
ლეჟავა, ქოჩორაშვილი.

9 ნოემბრიდან ქართველ 19-წლამდელებს უკვე ოთხთა ტურნირი ელოდებათ: საქართველოს ნაკრების მეტოქეები ესპანეთი, საფრანგეთი და ჰოლანდია იქნებიან. მატჩებს კი თბილისი და გორი უმასპინძლებენ.

მომზადებულია gff.ge-ს მიხედვით