ვარჯიშთან ერთად ამ შვიდ დღეში ნაკრები ორ ამხანაგურ მატჩსაც ჩაატარებს - 10 ნოემბერს ტექნიკურ ცენტრ "ბასაზე" თბილისის "საბურთალოს" გაეჯიბრება, 14 ნოემბერს კი ქუთაისში საქართველოს თასის ფინალისტ "ტორპედოს" ესტუმრება.
გია გეგუჩაძემ შეკრებაზე 22 ფეხბურთელს უხმო, რომელთაგან ოთხი ლეგიონერია:
მეკარეები: ოთო გოშაძე (საბურთალო), ლაზარე კუპატაძე (ლოკომოტივი), ბექა ქურდაძე (საბურთალო);
მცველები: გრიგოლ ჩაბრაძე (საბურთალო), რომან ჩაჩუა (შუქურა), გაგი მარგველაშვილი (საბურთალო), ანრი ჭიჭინაძე (ტორპედო), ჯემალ ტაბიძე
ნახევარმცველები: ვლადიმერ მამუჩაშვილი (საბურთალო), სანდრო ალთუნაშვილი (საბურთალო), გიორგი ზარია (დინამო თბ), გიორგი ხარაიშვილი (საბურთალო), ლუკა ზარანდია (ლოკომოტივი), გიორგი ბერიძე (გენტი, ბელგია), ბერიკა ბარბაქაძე (იმერეთი), ნიკა ქორიძე (ფოლგორე, იტალია);
თავდამსხმელები: ბექა მიქელთაძე (დინამო თბ), რომან ჭანტურია (ემპოლი, იტალია), ლუკა იმნაძე (გურია).
მომზადებულია სფფ-ის პრესსამსახურის მიხედვით