"სამტრედია" დაჩი ცნობილაძემაც დატოვა

AutoSharing Option
"სამტრედიის" ნახევარმცველი დაჩი ცნობილაძე კარიერას "საბურთალოში" გააგრძელებს. აღნიშნულ ინფორმაციას "საბურთალოს" ოფიციალური საიტი ავრცელებს.

22 წლის ფეხბურთელმა თბილისურ კლუბთან 1-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

"სამტრედიის" გარდა, ცნობილაძეს კარიერის განმავლობაში რუსთავის "მეტალურგში", ბოლნისის "სიონსა" და დედაქალაქურ "ლოკომოტივში" უთამაშია. ასევე იყო 17, 19 და 21-წლამდელთა ნაკრების ფეხბურთელი.