ქუთაისის "ტორპედომ" სპარინგ-მატჩში ქობულეთის "შუქურა" გაანადგურა

AutoSharing Option
28 იანვარს, ქუთაისის "ტორპედომ" საკუთარ საწვრთნელ ბაზაზე გამართულ საკონტროლო მატჩში ქობულეთის "შუქურას" უმასპინძლა და მეტოქეს ოთხი უპასუხო გოლი გაუტანა.

კახა ჩხეტიანის გუნდმა, რომელმაც ტაიმები განსხვავებული შემადგენლობით ჩაატარა, ანგარიში უკვე მე-4 წუთზე თორნიკე კაპანაძის გოლით გახსნა, მე-10 წუთისთვის კი სხვაობა ორბურთიანი მერაბ გიგაურმა შორეული დარტყმით გახადა. ტაიმის დასრულებამდე 11-მეტრიანით გიორგი კუხიანიძემ (38-ე წუთი) ისარგებლა, საბოლოო ანგარიში კი დავით იონანიძემ 61-ე წუთზე დააფიქსირა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს თასის ბოლო გათამაშების გამარჯებულმა ქუთაისის "ტორპედომ" სეზონისთვის მზადების ფარგლებში პირველი სპარინგი 25 იანვარს, სტუმრად წყალტუბოს "სამგურალთან"
ჩაატარა და ანგარიშით 1:2 დამარცხდა.

საკონტროლო მატჩი
28.02. ქუთაისი. "ტორპედოს" საწვრთნელი ბაზა
ტორპედო-შუქურა 4:0
გოლები: 1:0 კაპანაძე (4), 2:0 გიგაური (10), 3:0 კუხიანიძე (38, პენ), 4:0 იონანიძე (61)
"ტორპედო" (პირველი ტაიმი): ქვილითაია(კ), ტაბატაძე, ჭიჭინაძე, გ.გურული, ხურცილავა, გიგაური, დოლიძე, კუხიანიძე, ბაბუნაშვილი, მახარობლიძე, კაპანაძე
"ტორპედო" (მეორე ტაიმი): მეშველიანი, ტაბატაძე, ადამაძე, ბურჯანაძე, ქიმაძე, ჯანელიძე, მამასახლისი, მანაგაძე, ფურცხვანიძე, ტუღუში, იონანიძე
მთ.მწვრთნელი: კახა ჩხეტიანი
"შუქურა": ჯიოევი, ჯაფარიძე, ჭეჟია, მახარაძე, კალანდია, ჯეფინიო, კლიმიაშვილი, არქანია, ს.გურული, კუტალია, შალამბერიძე
მთ. მწვრთნელი: გია გურული
მსაჯები: გოგა კიკაჩეიშვილი, ირაკლი კაკაბაძე (ორივე ქუთაისი), ალეკო თავაძე (სამტრედია).
მკითხველის კომენტარები / 7 /
ეს ამხანაგურები საერთოდ არ ასახავს რეალობას,ჩემპიონატი სხვაა ეს ღადაობაა...
toro
01:33 29-01-2017
0
ქობულეთმა მისცა თამაში ტორპედოს რომ მერე ჩემპიონატზე დათმოს ტორპედომ.
საქუსლია
00:17 29-01-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული