"ჩიხურა" თურქულ შეკრებაზე მეორე სპარინგს უნგრულ "კიშვარდასთან" გამართავს

AutoSharing Option
საჩხერის "ჩიხურა" ბელექში სეზონისთვის მზადებას აგრძელებს.

გუნდს ეროვნული ნაკრებიდან დაბრუნებულები - გიორგი განუგრავა და თორნიკე გრიგალაშვილი შეუერთდნენ და უკვე საერთო ჯგუფთან ერთად ვარჯიშობენ.

ცნობილი გახდა, რომ "ჩიხურა" მეორე ამხანაგურ შეხვედრას 1-ელ თებერვალს ჩაატარებს. სოსო ფრუიძის გაწვრთნილების მეტოქე უნგრეთის "კიშვარდა" იქნება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"