27 წლის წინ - პირველი ეროვნული ჩემპიონატის პირველი მატჩი [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
27 წლის წინ, 1990 წლის 30 მარტს, "დინამო არენაზე", 80 000 მაყურებლის თანდასწრებით, საქართველოს პირველი ეროვნული ჩემპიონატის პირველი შეხვედრა გაიმართა.

თბილისის "დინამომ" ფოთის "კოლხეთი 1913"-ს უმასპინძლა. ისტორიული მატჩი სტუმართა გამარჯვებით, 0:1 დასრულდა. ერთადერთი გოლი საკუთარ კარში გელა კეტაშვილმა გაიტანა.

დინამო (თბ)-კოლხეთი 1913 (ფ) 1:0
გოლი: კეტაშვილი (საკუთარ კარში).
დინამო: ხაპოვი, კეტაშვილი, ცხადაძე, ჭედია, არზიანი, გოგიჩაიშვილი, ქეცბაია, ცაავა, რევიშვილი, გურული, კაჭარავა
შეცვლაზე შევიდნენ: გ. ჯიშკარიანი, ჩიქოვანი
მთავარი მწვრთნელი: დავით ყიფიანი
კოლხეთი 1913: გვასალია, კურგენიანი, ქაჯაია, გიორგაძე, გიგატაძე, შამათავა, თოფურია, მახარაძე, ჯუღელი,
თვარაძე, ავრამიდისი
შეცვლაზე შევიდნენ: თიბილაშვილი, ინიაშევი, ბაჯალაძე
მთავარი მწვრთნელი: ჯონი ჯანელიძე.

წყარო: fcdinamo.ge
მკითხველის კომენტარები / 20 /
ქართული ფეხბურთის საქმე უკან გაცილებით ადრე,80ან წლებში წავიდა. დინამოს დუბლებში თამაშისთვის 5000-ს რომ ითხივდნენ, აი მაგან დაასამარა ფეხბუთი. მთლად ეროვნულ ჩემპიონატს ნუ დააბრალებთ.
ბოჩია
31 მარტი 2017 10:51
0
რომ ამბობთ არასწორი გადაწყვეტილება იყოო, რა ერთ წელიწადში არ დაიშალა თუ საბჭოთა კავშირი და მისი ფეხბურთიც. დაფიქრდით რას ამბობთ.
დემე
31 მარტი 2017 10:17
2
ეს დღე კარგად მახსოვს 8 წლის ვიყავი და პირველად ვესტუმრე ბორის პაიჭაძის სტადიონს.
mesidona
31 მარტი 2017 10:17
0
გამსახურდია იყო წინააღმდეგი, უფრო სწორად საერთოდ ეკიდა ფეხბურთის დამოუკიდებლობა-არდამოუკიდებლობის საკითხი - ეროვნულ-გამათავისუფლებელი მოძრაობიდან მხოლოდ მაგან თქვა უარი მოთხოვნის ხელმოწერაზე;
მაგრამ როდესაც საქმე გაკეთდა და 80 ათასი კაცი შეიკრიბა, მერე მოეწონა და სხვის გაკეთებულ საქმეზე სიტყვაც დასჭექა.
არ შემოხტეთ ახლა და ჭიჭყინი არ დაიწყოთ, ეგრე არ იყოო - იმას ვწერ, რაც საკუთარი თვალით ვნახე.
kote
31 მარტი 2017 09:52
2
აი სწორედ აქედან დაიწყო დიდებული ქართული ბეხბურტის დაღმასვლა,გილოცავთ სწორი გადაწყვეტილება იყო.იქნებ ისიც თქვათ ბოლოს როდის იყო გადაჭედილი დინამოს სტადიონი.
maxo
30 მარტი 2017 23:59
1
ეს დღე არასოდეს დამავიწყდება, ათი წლის ვიყავი და ჩემს დაბადების დღეზე ასეთი ზეიმის მონაწილე გავხდი, სულის ზეიმი იყო,დაგვირგვინებული ზვიად გამსახურდიას და პატრირქის მილოცვით და კიდევ ძალიან გონებაშეზღუდული უნდა იყო ეროვნული ჩემპიონატის დაწყებას აბრალებდე ქართული ფეხბირთის დაღმასვლას
irakli
30 მარტი 2017 22:56
1
ზვიადი კი გადაყვა და აფთრები დღემდე გულაობენ
afxazi
30 მარტი 2017 22:28
1
სსრკ ამის შემდეგ 1 წელში დაიშალა. 1 სეზონი არაფერს არ გადაწყვეტდა. საქართველო და ფეხბურთიც უკან 90-ანი წლების სახელმწიფო გადატრიალებამ დაშალა და არა 1 წლით ადრე დაწყებულმა ჩემპიონატმა.
tngh
30 მარტი 2017 21:21
1
10000% !!!
ზურა222
12 მაისი 2021 02:09
0
ვინ თქვენ? რა გენატრებათ?!
გიორგი78-s
30 მარტი 2017 20:18
0
დღევანდელი დღესავით მახსოვს 80 000კაცი დინამო-კოლხეთი.....
კახა ქირია
30 მარტი 2017 20:16
1

სიახლეები პოპულარული