მკითხველი ასე ფიქრობს

AutoSharing Option
"პატივცემულო რედაქცია!
შევიტყვეთ, რომ თბილისის "დინამოს" (ეს სახელწოდება, ეტყობა, ჰომოსოვეტიკუსების ბოლო ბასტიონი იქნება, რომელიც სკკპ ისტორიას ჩაბარდება!) გულშემატკივრებს "გლადიატორები" დაერქვათ.

საინტერესოა, რატომ? თუ ჩეკისტთა უკვდავ სახელწოდებასთანაა დაკავშირებული სანქცირებული ქომაგობა, მაშინ სხვა სახელი უნდა დაერქვათ, რომელიც შინაარსით ოგპუ, შინსახკომ, კგბ-ს ქმედებებთან არის დაკავშირებული. ამის გამოსწორება გვიანი არ არის - მჭიდრო კონტაქტები საუწყებო თანაკლუბელებთან გაწყვეტილი არ არის, არცთუ დიდი ხნის წინ ხომ თბილისის დინამოელები მოსკოვში ვჩკ-კაგებეს 85 წლის იუბილეზე იყვნენ ჩასულნი სხვა საბჭოთა ანალოგიური საამაყო სახელის მატარებელ კლუბებთან ერთად. იბურთავეს კიდეც.

ჩვენი
რჩევაა - ჰკითხონ უფროს ძმებს, ქომაგების სახელის შესახებ რა მოიმოქმედონ. ეჭვგარეშეა, სათანადო ინსტრუქციას გამოუგზავნიან.

ისე კი, სახელი "გლადიატორები" მეორე ლენინის ორდენოსანი საკავშირო საზოგადოების "ბალელშიკებს" უფრო მიესადაგება. ეს საზოგადოება "სპარტაკია". თუ თბილისელმა "გლადიატორებმა" არ იციან, სპარტაკი ვინ იყო, ჰკითხონ ძველი თაობის ამხანაგებს. ისინი აუხსნიან.

ეროვნული გუნდების ქომაგობა ძალიან საპასუხისმგებლო საქმეა. აბა, თქვენ იცით, ბიჭებო: - "შაიბუ! შაიბუ!"

პატივისცემით: გიორგი კერვალიშვილი
სოსო ჩახნაშვილი
ზურაბ გიოშვილი

P.S. გლადიატორები (ლათ. გლადიუს-ხმალი) ძველ რომში - მონები, ტყვეები, მსჯავრდადებულები. საგანგებოდ გაწვრთნილები ერთმანეთთან სასიკვდილო ბრძოლისთვის. აგრეთვე ამფითეატრში ცხოველებთან ბრძოლისთვის. უცხო სიტყვათა ლექს. სახ. გამომცემლობა. მოსკოვი, 1954 წ.)"

მკითხველის კომენტარები / 7 /
გეთანხმებით, თქვენ ხართ ქართული ფეხბურთის ნაღდი გულშემატკივრები და არა ისინი, ვინც სახლში სხედან, სტადიონზე არ დადიან და ამას ქართული ფეხბურთის კრიზისით ხსნიან.
ვისაც საკუთარი თუნდაც მიუღებელსახელიანი გულშემატკივრის გაგება და დაფასება არ შეუძლია, იმას ვერაფრით დავეთანხმები.
მეც არ მომწონს სახელი დინამო, დიახ, საბჭოთა გადმონაშთია, მაგრამ ეს ყველაფერი დაცინვით არ უნდა თქვათ, ადამიანურად ახსენით და იქნებ GLADIAთOღEBI დაარწმუნოთ, რომ სხვა სახელი დაირქვან? ან რომელი საუკუნის კითხვაა -
"პატივცემულო რედაქცია! შევიტყვეთ, რომ თბილისის "დინამოს" (ეს სახელწოდება, ეტყობა, ჰომოსოვეტიკუსების ბოლო ბასტიონი იქნება, რომელიც სკკპ ისტორიას ჩაბარდება!) გულშემატკივრებს "გლადიატორები" დაერქვათ”
რედაქციას რომ არ მისწერო (ან ვიღა წერს რედაქციას, თუ ძმა ხარ, რას იგონებთ), ვინც ფეხბურთში ტრიალებს, ყველამ იცის , რომ მართლა ჰქვიათ. რადგან ასე კითხულობთ, აშკარაა, დღეს რა ხდება, აზრზე არ ხართ. ამაში იშიფრებიან, რომ სტარიკები წერენ.
Georgiano
01:29 12-03-2011
0
DINAMOELI და GLADIAთOღI
გეთანხმებით, თქვენ ხართ ქართული ფეხბურთის ნაღდი გულშემატკივრები ად არა ისინი, ვინც სახლში სხედან, სტადიონზე არ დადიან და ამას ქართული ფეხბურთის დაცემით ხსნიან.
ვისაც საკუთარი თუნ დაც მიუღებელსახელიანი გულშემატკივრის გაგება და დაფასება არ შეუძლია, იმას ვერაფრით დავეთანხმები.
მეც არ მომწონს სახელი დინამო, დიახ,მ საბჭოური გადმონაშთია, მაგრამ ეს ყველაფერი დაცინვით არ უნდა თQვათ, ადამიანურად ახსენით და იქნებ GLADIAთOრEBMA სხვა სახელი დაირქვან? ან რომელის აუკუნსი კითხვაა - "პატივცემულო რედაქცია!
შევიტყვეთ, რომ თბილისის "დინამოს" (ეს სახელწოდება, ეტყობა, ჰომოსოვეტიკუსების ბოლო ბასტიონი იქნება, რომელიც სკკპ ისტორიას ჩაბარდება!) გულშემატკივრებს "გლადიატორები" დაერქვათ.

აუ რა მაგრად იშიფრებიამ რომ სტარიკები წერენ.
Georgiano
01:20 12-03-2011
0

სიახლეები პოპულარული