მკითხველი ასე ფიქრობს

AutoSharing Option
"პატივცემულო რედაქცია!
შევიტყვეთ, რომ თბილისის "დინამოს" (ეს სახელწოდება, ეტყობა, ჰომოსოვეტიკუსების ბოლო ბასტიონი იქნება, რომელიც სკკპ ისტორიას ჩაბარდება!) გულშემატკივრებს "გლადიატორები" დაერქვათ.

საინტერესოა, რატომ? თუ ჩეკისტთა უკვდავ სახელწოდებასთანაა დაკავშირებული სანქცირებული ქომაგობა, მაშინ სხვა სახელი უნდა დაერქვათ, რომელიც შინაარსით ოგპუ, შინსახკომ, კგბ-ს ქმედებებთან არის დაკავშირებული. ამის გამოსწორება გვიანი არ არის - მჭიდრო კონტაქტები საუწყებო თანაკლუბელებთან გაწყვეტილი არ არის, არცთუ დიდი ხნის წინ ხომ თბილისის დინამოელები მოსკოვში ვჩკ-კაგებეს 85 წლის იუბილეზე იყვნენ ჩასულნი სხვა საბჭოთა ანალოგიური საამაყო სახელის მატარებელ კლუბებთან ერთად. იბურთავეს კიდეც.

ჩვენი
რჩევაა - ჰკითხონ უფროს ძმებს, ქომაგების სახელის შესახებ რა მოიმოქმედონ. ეჭვგარეშეა, სათანადო ინსტრუქციას გამოუგზავნიან.

ისე კი, სახელი "გლადიატორები" მეორე ლენინის ორდენოსანი საკავშირო საზოგადოების "ბალელშიკებს" უფრო მიესადაგება. ეს საზოგადოება "სპარტაკია". თუ თბილისელმა "გლადიატორებმა" არ იციან, სპარტაკი ვინ იყო, ჰკითხონ ძველი თაობის ამხანაგებს. ისინი აუხსნიან.

ეროვნული გუნდების ქომაგობა ძალიან საპასუხისმგებლო საქმეა. აბა, თქვენ იცით, ბიჭებო: - "შაიბუ! შაიბუ!"

პატივისცემით: გიორგი კერვალიშვილი
სოსო ჩახნაშვილი
ზურაბ გიოშვილი

P.S. გლადიატორები (ლათ. გლადიუს-ხმალი) ძველ რომში - მონები, ტყვეები, მსჯავრდადებულები. საგანგებოდ გაწვრთნილები ერთმანეთთან სასიკვდილო ბრძოლისთვის. აგრეთვე ამფითეატრში ცხოველებთან ბრძოლისთვის. უცხო სიტყვათა ლექს. სახ. გამომცემლობა. მოსკოვი, 1954 წ.)"

მკითხველის კომენტარები / 7 /
გიორგი კერვალიშვილი
სოსო ჩახნაშვილი
ზურაბ გიოშვილი

სტადიონზე თუ მობრძანდებით იქ აგიხსნით რატო გვქია ასე...

მაგრამ არამგონია თQვენნაირმა ... გაბედოთ მოსვლა!!!
Gladiatori
12:25 11-03-2011
0
მშვენიერი სახელია რას ერჩით.მასე ტორპედოსას ჯუნგლები ქვია. რასაც უნდა იმას დაირქმევენ თავის გადასაწყვეტია მაგ
kutaisiii
13:43 11-03-2011
0

სიახლეები პოპულარული