ეროვნული ლიგა. IX ტური: "საბურთალომ" ქობულეთის "შუქურა" გაანადგურა

AutoSharing Option
29 აპრილს ეროვნული ლიგის IX ტურის ორი შეხვედრა გაიმართა.

- ეროვნული ლიგა. IX ტური: ისევ 5:0, ისევ სიხარულიძე და გავაშელიშვილი!

"საბურთალომ" თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ქობულეთის "შუქურას" უმასპინძლა და მეტოქეს ანგარიშით 5:0 მოუგო.

ანგარიში 27-ე წუთზე ლაშა შინდაგორიძემ გახსნა. 52-ე წუთზე გაგი მარგველაშვილმა მასპინძელთა უპირატესობა ორამდე გაზარდა. 77-ე და 88-ე წუთებზე თავისი გოლები ვაგნერ გონსალვესმა და სანდრო ალთუნაშვილმაც გაიტანეს, მატჩის საბოლოო ანგარიში კი 90-ე წუთზე ნიკოლოზ მალიმ დააფიქსირა.

"საბურთალოს" ამ გამარჯვებით 15 ქულა დაუგროვდა და სატურნირო ცრილში მესამეზეა, "შუქურა"
კი 3 ქულით ბოლო, მეათე ადგილზეა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული