ეროვნული ლიგა. X ტური: სრული ანშლაგი ბათუმში და "ლოკომოტივის" მორიგი გამარჯვება

AutoSharing Option
5 მაისს ეროვნული ლიგის X ტურის კიდევ ერთი შეხვედრა ბათუმში გაიმართა. 10-წლიანი პაუზის შემდეგ ბათუმის "დინამომ" ეროვნული ლიგის მატჩი შინ თბილისის "ლოკომოტივთან" გამართა და ანგარიშით 1:2 დამარცხდა.

ანგარიში მატჩის მე-13 წუთზე მასპინძლებმა გახსნეს - პენალტი ზუსტად ვალერიან თევდორაძემ დაარტყა. "ლოკომოტივმა" ანგარიშის გათანაბრება მეორე ტაიმში შეძლო. 56-ე წუთზე გუნდის ფორვარდმა ირაკლი სიხარულიძემ თავისი მორიგი გოლი გაიტანა. ამის მერე ბათუმელებს მეორე გოლის გასატანად არაერთი მომენტი ჰქონდათ, თუმცა ვერ გაიტანეს. 88-ე წუთზე ვატო არველაძემ ულამაზესი დარტყმით თბილისელებს მორიგი 3 ქულა მოუტანა.

აღსანიშნავია, რომ
მატჩმა სრული ანშლაგით ჩაიარა.

Sportall.Ge

თბილისის "ლოკომოტივს" ამ გამარჯვებით 21 ქულა დაუგროვდა და სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზეა, "დინამო" კი 12 ქულით მეშვიდეა.
მკითხველის კომენტარები / 10 /
ყველაფერი კარგი იყო, გამარჯვება კი სხვას დარჩა. გულშემატკივრობა კი შეუწყვეტლივ იყო. იქ უნდა ყოფილიყავით. ისე მაყურებელი მინიმუმ ათი ათასი იყო, ბევრი მპვიდა და მერე წავიდა რადგან არ ჩანდა არაფერი, ნაწილი ვერ მოვიდა კვლავ ადგილების გამო და კიდე მიმდებარე ბინები გავსებული იყო.
სტადიონი გვინდა ბათუმში
20:16 06-05-2017
0
კი
gia.
19:57 06-05-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული