ლევან ყენია: ვუძლებ, რათა დავბრუნდე!..

AutoSharing Option
სულ ახლახან ცნობილი გახდა, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრმა ლევან ყენიამ თბილისის "ლოკომოტივთან" წელიწადნახევრიანი კონტრაქტი გააფორმა.

- ლევან ყენია თბილისის "ლოკომოტივის" ღირსებას დაიცავს

როგორც ჩანს, 26 წლის ნახევარმცველმა მშობლიურ კლუბში დაბრუნების გადაწყვეტილება ბოლო მომენტში მიიღო. მანამდე მან გაზეთ "ლელოს" ინტერვიუ მისცა, სადაც ძირითადად ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ესაუბრა, მომავალ კლუბზე კი არაფერი უთქვამს.

"ლელოში" გამოქვეყნებულ ინტერვიუს მცირე ცვლილებით გთავაზობთ.

* * *
ყენია ისეთ ასაკშია, ქართული ფეხბურთის გულშემატკივარს მისი კვლავ უნდა ეიმედებოდეს. ის "მიხეილ მესხზე", თბილისის "ლოკომოტივისა" და "საბურთალოს" მატჩის დროს ვნახეთ და
რამდენიმე კითხვა დავუსვით...

- პირველ რიგში, ჯანმრთელობის მდგომარეობაზე უნდა გკითხოთ...
- ჯერაც არ ვიცი, როდის შევძლებ მინდორზე დაბრუნებას. ახლა სარეაბილიტაციო პერიოდი მაქვს. ზუსტად ვადებს ჯერ ვერ გეტყვით. იმედია, მალე შევძლებ დაბრუნებას.

- კარგად მიდის მკურნალობა?
- გერმანიაში ვმკურნალობ. შესანიშნავი პირობებია...

- მოვლენებს, ალბათ, არც დააჩქარებთ...
- არა, არავითარ შემთხვევაში! მინდორზე მაშინ გავალ, როცა ბოლომდე ჯანმრთელი ვიქნები.

მთავარია, ტრავმას საბოლოოდ დავაღწიო თავი. საქართველოში ჩამოვედი იმისთვის, რომ მონატრებული ხალხი მოვინახულო, ცოტა დავისვენო... ყველას ენატრება სამშობლო და მეც ასე ვარ...

- ბოლო წლებში იმდენი რამ გადაიტანეთ, ცოტა საკვირველიც კია, როგორ უძლებთ ამდენს...
- აი, "გაძლება" არის ზუსტად ის სიტყვა, რასაც მე ვაკეთებ, მაგრამ სხვა გზა არ არის. მჯერა, შევძლებ ისე დაბრუნებას, როგორც მე მინდა, რომ დავბრუნდე...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 7 /
ვისაც არ გადაგიტანიათ ეს ტრავმა და არიც ეს რაა ირონია იქნებ გვერდზე გადადოთ
რაც შეეხება დაბრუნებას და იმედებს ამის არანაირი შანსი არ არის ვერ დაბრუნდება ისეთი ყენია ვერასდროს როგორიც გვახსოვს კარიერის დასაწყისში სულ რომ გამოჯამრთელდეს რისი შანსიც პრაქტიკულად არ არსებობს ამ ტრავმას საშინელი სინდრომი აქვს და ყოველთვის მოერიდება ორთაბრძოლაში შესვლას და შიში მოედანზე ფეხბურთელს ხელს უშლის ტრავმაზე მეტად საქართველოს ჩემპიონატს ითამაშებს შეიძლება უცხოეთის დაბალი ლიგებიც გაქაჩოს მაგრამ ის ვერასდროს დაბრუნდება რაც გვახსოვს
LIVE
02:17 17-05-2017
0
როგორ მეიმედებოდა ეს ბიჭი,ოქრიაშვილი,მაგრამ როგორი პერსპექტიულებიც იყვნენ ისეთივე პერსპექტიულებად ბერდებიან.ღმერთმა ჯამრთელები ამყოფოთ.
55555
21:48 16-05-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული