ლევან ყენია: ვუძლებ, რათა დავბრუნდე!..

AutoSharing Option
სულ ახლახან ცნობილი გახდა, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრმა ლევან ყენიამ თბილისის "ლოკომოტივთან" წელიწადნახევრიანი კონტრაქტი გააფორმა.

- ლევან ყენია თბილისის "ლოკომოტივის" ღირსებას დაიცავს

როგორც ჩანს, 26 წლის ნახევარმცველმა მშობლიურ კლუბში დაბრუნების გადაწყვეტილება ბოლო მომენტში მიიღო. მანამდე მან გაზეთ "ლელოს" ინტერვიუ მისცა, სადაც ძირითადად ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ესაუბრა, მომავალ კლუბზე კი არაფერი უთქვამს.

"ლელოში" გამოქვეყნებულ ინტერვიუს მცირე ცვლილებით გთავაზობთ.

* * *
ყენია ისეთ ასაკშია, ქართული ფეხბურთის გულშემატკივარს მისი კვლავ უნდა ეიმედებოდეს. ის "მიხეილ მესხზე", თბილისის "ლოკომოტივისა" და "საბურთალოს" მატჩის დროს ვნახეთ და
რამდენიმე კითხვა დავუსვით...

- პირველ რიგში, ჯანმრთელობის მდგომარეობაზე უნდა გკითხოთ...
- ჯერაც არ ვიცი, როდის შევძლებ მინდორზე დაბრუნებას. ახლა სარეაბილიტაციო პერიოდი მაქვს. ზუსტად ვადებს ჯერ ვერ გეტყვით. იმედია, მალე შევძლებ დაბრუნებას.

- კარგად მიდის მკურნალობა?
- გერმანიაში ვმკურნალობ. შესანიშნავი პირობებია...

- მოვლენებს, ალბათ, არც დააჩქარებთ...
- არა, არავითარ შემთხვევაში! მინდორზე მაშინ გავალ, როცა ბოლომდე ჯანმრთელი ვიქნები.

მთავარია, ტრავმას საბოლოოდ დავაღწიო თავი. საქართველოში ჩამოვედი იმისთვის, რომ მონატრებული ხალხი მოვინახულო, ცოტა დავისვენო... ყველას ენატრება სამშობლო და მეც ასე ვარ...

- ბოლო წლებში იმდენი რამ გადაიტანეთ, ცოტა საკვირველიც კია, როგორ უძლებთ ამდენს...
- აი, "გაძლება" არის ზუსტად ის სიტყვა, რასაც მე ვაკეთებ, მაგრამ სხვა გზა არ არის. მჯერა, შევძლებ ისე დაბრუნებას, როგორც მე მინდა, რომ დავბრუნდე...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 7 /
ეს კიდე ტამაshობს
ehhh
15:33 16-05-2017
0
ლევანი დაბრუნდა,ლევანი მოედანს დაუბრუნდება და ლევანი ისე ითამაშებს,როგორც მხოლოდ მას შეუძლია.აი მაშინ ზოგს რომ უკვირს,ეს კიდევ თამაშობსო,აალაპარაკებს,აუჰ,რა მაგრად თამაშობსო.
სოსო
16:41 16-05-2017
0

სიახლეები პოპულარული