ინფრასტრუქტურა: ტყიბულში სტადიონს არემონტებენ

AutoSharing Option
მოსახლეობის საყოველთაო აღწერით, 2014 წელს ტყიბულში 9770 ადამიანი ცხოვრობდა. კომუნისტების დროს მეტი მოსახლე იყო - 25 ათასი. თუმცა, ამის გათვალისწინებითაც, 45 წლის წინ, დიდი ტევადობის ულამაზესი სტადიონი ააშენეს, რომლის ხის სკამებზე 17 ათასი მაყურებელი ეტეოდა და ძალიან კომფორტული იყო საყურებლად, რადგან ტრიბუნები მოედანს ზევიდან დაჰყურებდა.

ცნობილი ფაქტია, რომ საბჭოთა პერიოდში "მეშახტეზე" ისეთი კარგი საფარი იყო, ტყიბულელები თბილისის "დინამოს" არენაზე ნაკლებ მოედანზე არ თამაშობდნენ. არენა ხშირად ივსებოდა - იმიტომ, რომ ამ იმერულ რაიონში ფეხბურთი უყვართ და ტყიბულის "მეშახტეს" თამაშზე გულშემატკივარი მეზობელი
რაიონებიდან ჩადიოდა.

მაგრამ დრო გავიდა და ტყიბულის ულამაზესი სტადიონი გავერანდა და ბრწყინვალება დაკარგა. სულ იყო ლაპარაკი, რომ აღადგენდნენ, გაარემონტებდნენ და ინდივიდუალურ სკამებს დაამონტაჟებდნენ, მაგრამ... დრო გადიოდა, სტადიონი კი გავერანდა.

არადა, ტყიბულში ულამაზესი ბუნებაა და მისი ყველა მნახველი ამბობდა, რომ საქართველოს ერთ-ერთი გამოსარჩევი სტადიონი ექნება, რომ შესაძლებელია მოსამზადებელი ცენტრის შექმნა, სადაც ვარჯიშს კლუბები კი არა, ნაკრებიც ისურვებს და ახალგაზრდული და ასაკობრივი ნაკრებებიც ითამაშებენ. მთავარი ელემენტარული საკითხების მოწესრიგება გახლდათ - სადრენაჟო სისტემის მოგვარება და გასახდელების, საშხაპეებისა და მსაჯებისა და დელეგატის ოთახების აშენება.

სხვათა შორის, შარშანწინ ტყიბულში სტუმრად ჩამოსულმა რუსმა ფოტოგრაფებმა სტადიონი გადაიღეს და ამჟამინდელი მდგომარეობის მიუხედავად, ისე მოეწონათ, რომ დღემდე ინტერნეტგამოცემა Russianteam-ის მთავარ გვერდს ამშვენებს.

შევიტყვეთ, რომ ტყიბულის სტადიონის რემონტი დაიწყო და "მეშახტემ" ბოლო 2 საშინაო შეხვედრა ვანის ცენტრალურ სტადიონზე გამართა. კლუბში კი სიახლეები გვაცნობეს: სტადიონზე სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს და, სავარაუდოდ, მაისის ბოლოს ან ივნისის დასაწყისში უნდა დასრულდეს.

რემონტდება ლოჟა, საშხაპეები, მსაჯების ოთახი, საპირფარეშოები, ტრიბუნაზე 700 ინდივიდუალური სკამი მონტაჟდება, არენა შემოიღობება, შეიცვლება კარები...

რაც უფრო მალე დასრულდება ეს პროცესი, მით უკეთესი, რადგან საქართველოს აქვს მშვენიერი პოტენცილი, რომ ზაფხულის მოსამზადებელი ეტაპის ცენტრად გადაიქცეს. თუკი ზამთარში კვიპროსსა და თურქეთის სანაპიროებს კლიმატით ვერ გავეჯიბრებით, ზაფხულში ამის ბევრად მეტი შანსი გაგვაჩნია, მაგრამ ქვეყანას ამ შემოსავლის მიღებაში ინფრასტრუქტურის არქონა უშლის ხელს...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 5 /
ქვევიდან რომელს მოედანს ამოჰყურებს ნეტა ტრიბუნები??? :))))
მამუკა
21:41 19-05-2017
0
გარინჩა
ერთი აქ მევასებოდა სტატიების კითხვა მარა ნელნელა მსოფლიო სპორტზე გავდავდივარ აქ თუ ლოგიკური აზრი გამოთქვი ეგრევე ბლოკავენ შენს კომენტარებს მიკვირს შენი აზრი როგორ დაგაფიქსირებინეს ალბათ ადმინს არ უნახავს კომენტარი ისეე გაუშვეს ისაც კი ეზარებათ ვინ რას აკომენტარებს ის წაიკითხონ ამათაც მილიონობით დამკომენტტარებელი არ ყავდეთ
lasha
18:44 19-05-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული