ეროვნული ლიგა: "შუქურა"-"დინამოს" მასპინძელი შეიცვლება?

AutoSharing Option
ვლადიმირ ვაისმა უახლოესი ორი მატჩისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა დაასახელა. იცით, რომ სლოვაკის სიაში ეროვნული ლიგიდან 3 ფეხბურთელი მოხვდა, რომელთაგან ორი თბილისის "დინამოდანაა" - ოთარ კიტეიშვილი და ბაჩანა არაბული. მათ გარდა, დამატებით სიაში დასახელებულ კიდევ 7 ფეხბურთელს შორის საბა ლობჟანიძეც იყო.

- ვლადიმირ ვაისმა ეროვნული ნაკრების შემადგენლობა დაასახელა

ამის გამო, შესაძლოა, 1 ივნისს ქობულეთის "შუქურასა" და თბილისის "დინამოს" შორის დაგეგმილი შეხვედრის მასპინძელი შეიცვალოს და შავიზღვისპირეთის ნაცვლად, თამაში თბილისში გაიმართოს.

ეს ამბავი ქობულეთელთა ახალმა მთავარმა მწვრთნელმა გიორგი შაშიაშვილმა გაგვიმხილა:

"თბილისელებს სურთ, რომ
ქობულეთიდან თამაში თბილისში გადავიტანოთ და შემდეგი მასპინძლობის ადგილი გავცვალოთ. საქმე ისაა, რომ "დინამოს" რამდენიმე მოთამაშე ნაკრებში გამოიძახეს. ამ შეხვედრის შემდეგ კი ეროვნული გუნდის შეკრება დაიწყება.

"დინამომ" ამ წინადადებით ნაკრების ინტერესებიდან გამომდინარე მოგვმართა. ფეხბურთელებს ჯერ ქობულეთში მგზავრობა მოუწევთ, შემდეგ - მოლდოვაში. თუმცა, საკითხი ჯერ არ გადაწყვეტილა", - ამბობს შაშიაშვილი.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 11 /
Sircxvilia.miecit barem tasi
Ffcf
13:29 26-05-2017
0
arabuls da kiteishvils saertod ra unda nakrebshi, uzbad ar atamashon moldovastan))))kidev dachagret kobuleti iseadz dachagrulia.
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული