თბილისის "ლოკომოტივმა" მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ლიგის აუტსაიდერს ქობულეთის "შუქურას" უმასპინძლა და სენსაციურად ანგარიშით 0:3 დამარცხდა.
მე-13 წუთზე ანგარიში გიორგი კალანდაძემ გახსნა, ხოლო 3 წუთში ალექსანდრე გურულმა სხვაობა ორამდე გაზარდა. პირველი ტაიმის კომპენსირებულ დროში "ლოკომოტივის" კართან პენალტი დაინიშნა, რომელიც ზუსტად ლევან კუტალიამ შეასრულა.
აღსანიშნავია, რომ ეს პირველი გამარჯვებაა "შუქურასთვის" ეროვნულ ლიგაში. განვლილ 14 ტურში ქობულეთელებს 4 ფრე და 10 წაგება ჰქონდათ.
ასე გამოსარჩევი ფაქტია, რომ "შუქურამ" პირველი გამარჯვება ახალი მწვღთნელი გიორგი შაშიაშვილის სადებიუტო მატჩში მოიპოვა.
ამ გამარჯვებით "შუქურას" 7 ქულა გაუხდა და ის კვლავ ბოლო ადგილზეა.
რაც შეეხება "ლოკომოტივს", ეს გიორგი დევდარიანისვის ზედიზედ მე-5 მარცხია ლიგაში. "ლოკომოტივი" 21 ქულით მე-4 ადგილზე იმყოფება.
ყოვლისმცოდნე ექსპერტები ღუპავთ მართლა ამ ქვეყანას და აზარებთ ადამიანს ყველაფერს. თვითონ სახლებში ზიხართ და ვინც თამაშზე დადის ან მისვლას აპირებს, იმას მაინც ნუ უ..ვამთ განწყობაში.