ფედერაციამ "შუქურა"-"დინამოს" შეხვედრის თბილისში გადმოტანის ნება არ დართო

AutoSharing Option
ქობულეთის "შუქურას" ახალმა მთავარმა მწვრთნელმა გიორგი შაშიაშვილმა "ლელოსთან" თქვა, რომ შესაძლოა, 1-ელ ივნისს ქობულეთის "შუქურასა" და თბილისის "დინამოს" შორის დაგეგმილი შეხვედრის მასპინძელი ქალაქი შეიცვალოს და შავიზღვისპირეთის ნაცვლად, თბილისში გაიმართოსო.

ეს თბილისელთა სურვილიც იყო, რადგან ამ მატჩის შემდეგ ორი დინამოელი - ოთარ კიტეიშვილი და ბაჩანა არაბული - ეროვნული ნაკრების შეკრებაზე უნდა გამოცხადდეს. მათ გარდა, ვლადიმირ ვაისმა უახლოესი ორი მატჩისთვის (7 ივნისს, სენტ კიტსი და ნევისთან და 11 ივნისს მოლდოვასთან) ნაკრების დამატებით სიაში საბა ლობჟანიძეც შეიყვანა.

"დინამომ" ამ წინადადებით "შუქურას" ნაკრების და
ფეხბურთელების ინტერესებიდან გამომდინარე მიმართა - ფეხბურთელებს ჯერ ქობულეთში მგზავრობა მოუწევთ, შემდეგ კი - მოლდოვაში. მაისში ეროვნულ ლიგაში თამაშები ისედაც გადატვირთული გრაფიკით ტარდებოდა და ცხადია, ფეხბურთელებისთვის ასეთი დატვირთვის ატანა იოლი არ იქნებოდა.

მაგრამ, საბოლოოდ, ფეხბურთის ფედერაციამ გადაწყვიტა, შეხვედრის მასპინძელი ქალაქი არ შეცვალოს და თამაში 1-ელ ივნისს ქობულეთში გაიმართოს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 13 /
quTaiseli - დავაზუსტებ, დინამოს ბოლო რეკონსტრუქცია სახელმწიფოს (და არა ფიფიას) დაახლოებით 20 მილიონი ლარი დაუჯდა
klimenti
22:36 30-05-2017
0
ჩემი აზრით არამგონია აქ დინამოს მოძულე ვინმე იყოს და მეორე თუ თამაშობ საქართველოს პირველობაზე გასვლაზეც უნდა ითამაშო და სახლშიც თანაბრად რაც შეეხება ინფრასტრუქტურას დინამოს სატადიონი არც დინამოს მფლობელს აუშენებია და არც მის თავგადაკლულ ფანებს ის ცენტრის დაკვეთით აშენდა საბჭოეთის დროს რადგან დინამო ფაქტიურად რესპუბლიკის ნაკრები იყო და სხვა პერიფერიულ გუნდებს ვერანაირად ვერ ექნებოდა უკეთესი სტადიონი.და კუთხურობის გამოვლინება აქ არარის საჭირო. დინამოში თამაშობდენ ქართველები ყველა კუთხის წარმომადგენელი ოსებიც აფხაზებიც და სწორედაც მიტომ იყო მთელი ქვეყნის საქომაგო გუნდი.ხოლო სტადიონის ევროსტანდარტებამდე მიყვანა ქვეყნის ხელისუფლების პირდაპირი ჩარევით მოხდა რაც არაერთი მილიონი დაჯდა.ვიმეორებ მილიონი და არა რაღაც კაპიკები.
quTaiseli
15:14 30-05-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული