10 ივნისს კენიის ეროვნული ნაკრები სიერა-ლეონეს წინააღმდეგ ითამაშებს. თითქოს რაში უნდა გვაინტერესებდეს ეს ამბავი, მაგრამ საქმე ისაა, რომ 2019 წლის აფრიკის თასის შესარჩევი ეტაპის პირველ მატჩში სათამაშოდ კენიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა
სტენლი ოკუმბმა ფოთის "კოლხეთის" მარცხენა მცველი
ერიკ უმა ოტიენოც (მარსელო) გამოიძახა. ამის შესახებ ფოთელთა პრესსამსახური იტყობინება.
შეგახსენებთ, რომ ოტიენო კენიის ნაკრებში მარტის ორ ამხანაგურ შეხვედრაშიც გამოიძახეს, მაგრამ სეზონი ახალი დაწყებული იყო და სავიზო პრობლემების თავიდან ასაცილებლად, ფოთელებმა მისი გაშვებისგან თავი შეიკავეს.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"