საჩხერის "ჩიხურამ" ივანწმინდაში ქუთაისის "ტორპედოს" უმასპინძლა და ანგარიშით 0:3 დამარცხდა. შეხვედრაში ანგარიში მე-17 წუთზე თორნიკე კაპანაძემ გახსნა, 46-ე და 59-ე წუთებზე კი ბრწინვალე გოლებით გრიგოლ დოლიძე გამოირჩა.
აღსანიშნავია, რომ "ტორპედოსთვის" ეს ზედიზედ მე-6 გამარჯვებაა ეროვნულ ლიგაში. ქუთაისელები 34 ქულით მეორე ადგილზე იმყოფებიან.
ეროსი მანჯგალაძის სახელობის სტადიონზე "სამტრედიამ" ფოთის "კოლხეთს" უმასპინძლა. მატჩი ფრედ, ანგარიშით 1:1 დასრულდა. ანგარიში მე-7 წუთზე გურ
ამ მატჩის შემდეგ "კოლხეთს" 16 ქულა დაუგროვდა და მე-7 ადგილოსან ბათუმის "დინამოს" გაუტოლდა.