იყო ინფორმაცია აფრიკელთა შესაძლო დამატებაზე, მაგრამ განელი სადათ ბუკარი და სენეგალელი მუსამბა სამბუ ჯერ არსად ჩანან. ამ მომენტისთვის გუნდს მხოლოდ რუსი გარემარბი კონსტანტინ ბელოვი დაემატა.
განახლების პროცესში, ცხადია, გუნდი რამდენიმე მოთამაშეს შეელევა. პირველი ასეთი რუდოლფ სუხომლინოვი აღმოჩნდა. "სამტრედიას" მმართველი დირექტორის, პაატა შალამბერიძის თქმით, 24 წლის უკრაინელმა მცველმა კლუბი უკვე დატოვა.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"