ფოთის "კოლხეთმა" ეროსი მანჯგალაძის სახელობის სტადიონზე საჩხერის "ჩიხურას" უმასპინძლა და ანგარიშით 1:3 დამარცხდა.
შეხვედრის მე-60 წუთზე "კოლხეთი" კაცნაკლული დარჩა. მსაჯმა მოედნიდან ცოტნე ქებურია გააძევა. 67-ე წუთზე კი დიმიტრი ტატანაშვილმა შეძლო ანგარიშის გახსნა.
75-ე წუთზე მიკოლა კოვტალიუკმა გაათანბრა, ხოლო 86-ე წუთზე ტატანაშვილმა უკვე დუბლი გაიფორმა და "ჩიხურა" წინ გაიყვანა. 94-ე წუთზე ტატანაშვილმა ჰეთ თრიქის გაფორმება შეძლო.
ამ გამარჯვების შემდეგ "ჩიხურას" 26 ქულა გაუხდა და სატურნირო ცხრილში მე-4 ადგილს იკავებს.