ეროვნული ლიგა. XVII ტური: "დილამ" "შუქურას" 4 გოლი გაუტანა

AutoSharing Option
16 ივნისს ეროვნული ლიგის XVII ტური მატჩი გაიმართა.

გორის "დილამ" "დინამო არენაზე" ქობულეთის "შუქურას" უმასპინძლა და ანგარიშით 4:0 დაამარცხა.

მე-18 წუთზე ანგარიში ფლავიო ნუბიომ გახსნა. 24-ე წუთზე კი გორელების უპირატესობა ორამდე ლენადრო ლიბეირომ ზუსტად შესრულებული პენალტის შემდეგ გაზარდა.

66-ე წუთზე "შურურას" კარში მესამე გოლი თენგიზ წიქარიძემ გაიტანა.

78-ე წუთზე მეოთხე გოლი სალიეუ ტარავალიემ ჩაიწერა ანგარიშზე.

ამ მოგებით "დილამ" 22 ქულა დააგროვა და მე-7 ადგილზეა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული