ჩემპიონთა ლიგაზე თავის მეტოქეს ელის ქვეყნის ჩემპიონი "სამტრედია", რომელიც ტურნირში II საკვალიფიკაციო ეტაპიდან ჩაებმება.
კენჭისყრის დაწყებამდე სამტრედიელთა სავარაუდო მეტოქეთა რიცხვი ხუთამდე შემცირდა. ესენია: აპოელ-ი (კვიპროსი), "ყარაბაღი" (აზერბაიჯანი), "პარტიზანი" (სერბეთი)", "ზალცბურგი" (ავსტრია) და "ლუდოგორეცი" (ბულგარეთი").
ჩემპიონთა ლიგის კენჭისყრა თბილისის დროით 14:00 საათზე დაიწყება, მატჩები კი 11-12 ივლისსა და 18-19 ივლისს გაიმართება.
* * *
15:00 საათზე ევროპალიგის საკვალიფიკაციო ეტაპის კენჭისყრა დაიწყება, სადაც "ტორპედოს" სავარაუდო მეტოქეები არიან: "ტრენჩინი" (სლოვაკეთი), "მაკაბი" (ისრაელი), "ინტერი" (აზერბაიჯანი), "შირაქი" (სომხეთი) და "დაჩია" (მოლდოვა).
საჩხერის "ჩიხურას" სავარაუდო მეტოქეები არიან: "ლეხი" (პოლონეთი), "ქაირათი" (ყაზახეთი), "ალტახი" (ავსტრია), "ლევსკი" (ბულგარეთი), "ზირა" (აზერბაიჯანი).
ბათუმის "დინამოს" სავარაუდო მეტოქეები არიან: "ორდაბასი" (ყაზახეთი), "ვიდეოტონი" (უნგრეთი), "ბოტევი" (ბულგარეთი), "იაგელონია" (პოლონეთი) და "სლოვანი" (სლოვაკეთი).
ევროპალიგის I საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩები 29 ივნისსა და 6 ივლისს გაიმართება.