ეროვნული ლიგის ანტირეკლამა - დაშავებული ფეხბურთელი მოედნიდან "გაათრიეს" [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ინტერნეტსა და სოციალურ ქსელებში დიდი და საკმაოდ უარყოფითი გამოხმაურება მოჰყვა ქობულეთში გამართული "შუქურა"-"საბურთალოს" მატჩის ერთ-ერთ ეპიზოდს, სადაც ჩანს, თუ როგორ "გაჰყავთ" მოედნიდან მასპინძელთა ტრავმირებული ფეხბურთელი ლევან საბაძე.

სიტყვა "გაჰყავთ" ამ შემთხვევაში ძალიან შეუსაბამოა - კადრში ნათლად ჩანს, რომ გაზონზე დაწოლილ ფეხბურთელს, რომელსაც სავარაუდოდ, კუნთი გაეჭიმა და აუტანელი ტკივილის გამო წამოდგომას ვერ ახერხებს, მოედნიდან "ნანადირევივით" მიათრევენ...

ფაქტი პირველი ტაიმის მიწურულს, მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში მოხდა.

"ჩელე არენაზე", 21 ივნისს ჩატარებული ეროვნული ლიგის XVIII ტურის შეხვედრა სტუმართა გამარჯვებით, ანგარიშით 2:1 დასრულდა.

- შუქურა-საბურთალო
1:2 - თვითონ მოიპოვა, თვითონვე გაიტანა... [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 14 /
ამ ეპიზოდზე საერთოდ უნდა გაკეთდეს თუ არა კომენტარი არ ვიცი.... ეს არის ყველაზე გულისამრევი ეპიზოდი რაც კი საქართველოს ჩაოხრებულ ჩემპიონატში მინახავს. ფედერაციის წარმომადგენლები საერთოდ ამოწმებენ მატჩის წინ იმ აუცილებელი ნორმების არსებობას რომელიც უნდა არსებობდეს უმაღლესი ლიგის მატჩებზე უსაფრთხოების თვალსაზრისით? დარწმუნებული ვარ აქ არც სასწრაფო დახმარების ბრიგადის არსებობას არ ამოწმებენ, არც ბურთის წონასა და ზომას....
ანესთეზეოლოგი
15:44 22-06-2017
0
ფეხბურთელი ხაზთან ახლოს იწვა და 0,5მეტრით გააჩოჩეს....ზედმეტი სიტყვების რახა-რუხი საჭირო არ არის!...
არტაგი
15:54 22-06-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული