
როგორც შევიტყვეთ, 26 წლის ფეხბურთელი თბილისელებთან 1,5-წლიან კონტრაქტს გააფორმებს.
ქურდაძე ამპლუით ცენტრალური მცველია. კარიერის განმავლობაში მას ლანჩხუთის "გურიაში", "ცხინვალში", "ზუგდიდში", "მერცხალში" აქვს ნათამაშები. 2016 წლის იანვარში ქურდაძე "გურიიდან" "გაგრაში" გადავიდა და გუნდის კაპიტანიც იყო.