ქომეთიანის დანაპირები

AutoSharing Option


16.03.11 ზუგდიდი, ცენტრალური სტადიონი
450 მაყურებელი

ბაია ზუგდიდი 2
სპარტაკი ცხინვალი 0

გოლი: ქობალია (13), აფაქიძე (28)

ბაია სპარტაკი
4-4-2 4-2-3-1

სომხიშვილი ხომერიკი
აფაქიძე ალავიძე
აქუბარდია ბოიომო
რ. ონიანი ტეტუნაშვილი
გამრეკლიძე ოთარაშვილი
რიგვავა მგელაძე
სიხარულია მამუჩიშვილი
ვართაგავა
კილასონია
შ. ლომია ვ. ბოლქვაძე
ეხვაია თუხარელი
ქობალია მეტრეველი
მწვრთნელი მთ: მწვრთნელი
ე. ქომეთიანი ბ. კვარაცხელია

ბაია
46. ეხვაია – წურწუმია
79. ლომია – გ. ქირია
89. ქობალია – კუკავა

სათადარიგოები: მაქაცარია, ქვარცხავა, სვირავა, ჩანგელია

სპარტაკი
32. ტეტუნაშვილი – დეკანოიძე
46. თუხარელი – მ. ბარაბაძე
74. მგელაძე – მ. ჯიშკარიანი

სათადარიგოები: დაუშვილი, კაკაშვილი, ნარიმანიძე, დ. ლობჟანიძე
გაფრთხილება: კილასონია (74), აფაქიძე (90)
არბიტრი: ალექსანდრე კრიჭაშვილი


სატურნირო ცხრილის ქვედა ხუთეულში მართლაც საინტერესო ვითარებაა შექმნილი და აქედან გამომდინარე, ამ გუნდების შეხვედრა პრინციპულ ხასითს ატარებდა. მატჩის დაწყების წინ ორივე კლუბის ხელმძღვანელობა აცხადებდა, რომ მხოლოდ სამი ქულა იყო მათი მთავარი მიზანი. "ბაიას" თავკაცმა წინა ორ ტურში განცდილი მარცხის შემდეგ, ნაცად ხერხს აღარ მიმართა და პირველად ორი თავდამსხმელით ათამაშა გუნდი. სტუმრებს კი წინა ხაზზე მხოლოდ ზვიად მეტრეველი ჰყავდათ გამწესებული. "სპარტაკი" ზუგდიდში დანაკლისით ჩავიდა. ტრავმის გამო ცხინვალელებს გრიშიკაშვილი, ჭაფოძე და შონია ვერ დაეხმარნენ, მაგრამ თამამად უნდა ითქვას, რომ არსებული კონტიგენტით შიდა ქართლელებისგან ალბათ თვით კლუბის ხელმძღვანელობაც სხვა თამაშს ელოდა.
მატჩი მასპინძელთა აშკარა უპირატესობით დაიწყო და "ბაია" უკვე 13-ე წუთზე დაწინაურდა. ზუგდიდელმა ფეხბურთელებმა შეტევისას კარგი კომბინაცია გაითამაშეს, სიხარულიამ გრძელი გადაცემით აფაქიძე მოძებნა, ამ უკანასკნელმა შეუჩერებლად გამჭოლი გადაცემით ქობალიას უპასა. ზუგდიდელთა ფორვარდის ირაკლი ქობალიას გოლი კი ცალკე აღნიშვნის ღირსია, რადგან პოზიციურადაც ყველას დაასწრო და თავური დარტყმით ჩინებული ბურთი შეაგდო. Gგატანილი გოლის შემდეგ მასპინძლებმა მინდორზე, შეიძლება ითქვას გაილაღეს და რამდენიმე საგოლე მომენტი ერთმანეთის მიყოლებით შექმნეს. ფაქტიურად ცხინვალელებს პირველ ნახევარში რეალური საგოლე მომენტი აღარ ჰქონიათ.

მასპინძელთაგან ძირითადად ხიფათს "ბაიას" თავდამსხმელები ეხვაია-ქობალიას დუეტი ქმნიდა, თუმცა ფლანგიდან ლომიაც არ ნაკლებ აქტიურობდა და მეორე გოლიც სწორედ მის შესრულებულ კუთხურს მოჰყვა. 28-ე წუთზე კი თავი "ბაიას" მცველმა აფაქიძემ გამოიჩინა და თანაგუნდელის მსგავსად მანაც ხომერიკს თავით გაუტანა. სხვათაშორის ამ ფეხბურთელმა წინ ტურში "ოლიმპსაც" თავური დარტყმით გაუტანა, თუმცა არბიტრმა მაშინ თამაშგარე დააფიქსირა. Mმეორე გოლიდან რამდენიმე წუთში ქობალია დუბლსაც გაიფორმებდა, თუმცა ცაციათი მისი უძლიერესად დარტყმულმა ბურთმა მეტოქის კარს სანტიმეტრებში ჩაუქროლა. ამ ეპიზოდიდან ორ წუთში იმავე ქობალია მეკარეს პირისპირ ლომიამ შეატოვა, მაგრამ დასწრებაზე მას ბოიომომ აჯობა და ვარდნაში ბურთი ფეხებიდან ააცალა. პირველი ნახევრის ბოლოსკენ უკვე ქობალიამ თავად ლომია გაიყვანა დასარტყმელ პოზიციაზე, თუმცა ზუგდიდელთა ნახევარმცველმა კარის ჩარჩოს მცირედით ააცილა.

მეორე ტაიმი სტუმრებმა თითქოს რიხიანად დაიწყეს და თამაშიც დაალაგეს, მაგრამ საქმე გოლამდე არ მისულა. ჯერ ბოლქვაძემ შორეული დარტყმით სომხიშვილის მზდაყოფნა მოსინჯა, შემდეგ შეცვლაზე შემოსულმა ბარაბაძემ გაისროლა კარისკენ, თუმცა მიზანს ორივე ასცდა. სტუმართა აქტიურობას მასპინძლებმაც აქტიური კონტრშეტევით უპასუხეს და ლომიას შესრულებული კუთხურიდან კვლავ ქობალიამ თავური დარტყმით გაიბრწყინა, თუმცა მსაჯმა ორთაბრძოლისას თავად გოლის ავტორი დააჯარიმა. Aამის გარდა ქობალიამ კიდევ ერთხელ დაგვამახსოვრა თავი, როცა შორიდან უძლიერესი დარტყმით ხარიხა შეაზანზარა და მაყურებელთა ოვაციებიც დაიმსახურა. ცხინვალელებს არც მეორე ტაიმში მიუყვანიათ საქმე შედეგამდე, თუ არ ჩავთვლით ბარაბაძის გოლს რომელიც მან მსაჯის სასტვენის შემდეგ თამაშგარე მდგომარეობიდან გაიტანა, რის გამოც არბიტრს კინაღამ ყვითელი ბარათიც დასტყუა. "ბაიამ" კი მატჩი 2:0 მოიგო და მოპოვებული სამი ქულით სატურნირო მდგომარეობაც გაიუმჯობესა. მატჩის შემდეგ სტუმართა გუნდის თავკაცი საკუთარი გუნდის არასახარბიელო თამაშის გამო უკმაყოფილებას Eღიად გამოხატავდა.


ბადრი კვარაცხელია (სპარტაკი): "ბოლო სამი თამაშია საკუთარ გუნდს ვეღარ ვცნობ და დღევანდელ თამაშში საერთოდ პირველ ტაიმში რას შვრებოდნენ ჩემი ფეხბურთელები ვერ გამირკვევია. Aგანვიხილავთ ამ მატჩს და სათანადო კორექტივებსაც აუცილებლად მივმართავთ. რაც შეეხება მეტოქე გუნდს, ბრძოლით მათ სასურველ შედეგს მიაღწიეს და ვულოცავ ამ წარმატებას".

ელგუჯა ქომეთიანი (ბაია): " საჭირო სამი ქულის აღების გარდა იმდენად სასიამოვნო განწყობაზე ვარ იმ მხრივ, რომ ჩემი წინათქმა მართლდება და ჩვენი ფორვარდი ქობალია მართლაც სეზონის აღმოჩენა ხდება.
წინა ტურებში განცდილი მარცხის შემდეგ ბიჭებს დავპირდი, რომ შედეგი აუცილებლად გვექნებოდა თუ მთელი მონდომებით ამ მატჩისთვის გადავერთობოდით. Dდავალება აბსოლუტურად ყველა რგოლმა ჩინებულად შეასრულა, ბურთს მთელი მატჩის განმავლობაში ფაქტიურად ჩვენ ვაკონტროლებდით და დამსახურებულადაც გავიმარჯვეთ".

ლაშა გოგილავა
ზუგდიდიდან

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული