პედრინიო უკვე გორშია - ბრაზილიელი დღეიდან "დილაში" ივარჯიშებს

AutoSharing Option
გორის "დილაში" ახალწვეულია. როგორც დაანონსებული იყო, ჟოაო პედრო ოლივეირა სანტოსი, იგივე პედრინიო, 5 ივლისს გორში ჩავიდა.

ბრაზილიელ ნახევარმცველს მეგზურობა კლუბის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი ჯოხაძემ გაუწია. თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე სიმბოლური ფოტოების გადაღების შემდეგ პედრინიო "ქართლი არენაზე" "დილასა" და "გაგრას" ამხანაგურ მატჩს დაესწრო, დღეიდან კი გუნდთან ერთად ივარჯიშებს და გორულ კლუბს ეროვნული ჩემპიონატის მატჩებში შეეშველება.

პედრინიო 1993 წლის 18 ივნისს, ბარეირასში (ბრაზილია) დაიბადა. ამპლუით ნახევარმცველი (სიმაღლე 172 სმ) თამაშობდა "ფლამენგოში", "ამერიკაში", "ბაია დე ფეირაში" (ყველა - ბრაზილია), ასევე - "ტარქსინში" (მალტა).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე დაგაინტერესებთ