"ფაქტი ფაქტად რჩება - მეორე მატჩში "სამტრედია" "ყარაბაღზე" უკეთესი იყო!"

AutoSharing Option
18 ივლისს, "ყარაბაღთან" განცდილი მარცხის (0:1) შემდეგ, "სამტრედიას" კაპიტანმა გიორგი დათუნაიშვილმა ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა.

- სამტრედია-ყარაბაღი 0:1 - ერთი გამარჯვება ოცნებად დაგვრჩა... [VIDEO]

"ძალიან გვინდოდა საპასუხო მატჩის მოგება, მაგრამ, სამწუხაროდ, ამჯერადაც დავმარცხდით. გულშემატკივარი ნახავდა, რომ მოსაგებად ყველაფერი გავაკეთეთ. ის, რომ ვერ მოვიგეთ, შეგვიძლია უიღბლობასაც დავაბრალოთ. მეტოქეს კარში არ დაურტყავს და ისე მოგვიგო...

"ყარაბაღი" ძალიან ძლიერი გუნდია და ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრის კანდიდატიცაა. დღეს ვაჯობეთ და ეს შეიძლება პირველი მატჩის ანგარიშიდანაც გამომდინარეობდა, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება - მეორე მატჩში "სამტრედია"
"ყარაბაღზე" უკეთესი იყო!", - თქვა დათუნაიშვილმა.