მართალია, გუნდები ტოლსწორობდნენ, მაგრამ მოგებას სპარტაკელები უფრო იმსახურებდნენ. ისინი უფრო გააზრებულად, პრაგმატულად ირჯებოდნენ და მათი არც ერთი სათამაშო რგოლი უხეშ შეცდომებს არ უშვებდა. პირველ ტაიმში კი ქუთათურთა ყველაზე სუსტი რგოლი დაცვა
ათ წუთში ბარაბაძემ მოზომილი გადაცემით გაიყვანა ზვიადი დასარტყმელ პოზიციაზე და რომ არა მისი წამიერი დაყოვნება, შესაძლოა, ანგარიში გახსნილიყო. თუმცა ამ დაყოვნებამ გოლი მხოლოდ რამდენიმე წუთით გადადო, მასპინძელთა ერთ-ერთი სწრაფი კონტრშეტევისას ისევ ბარაბაძის შესანიშნავი პასით, პლუს საკუთარი სისწრაფის წყალობით მეტრეველმა მეურვეც ჩამოიტოვა და წინ გამოსულ მიგინეიშვილსაც აჯობა - 1:0.
ქუთათურები გაშვებული გოლის მერე უფრო მონდომებით ათამაშდნენ. ცოტა ხანში მათგან ერთ-ერთი ყველაზე აქტიურის, გრიგოლ დოლიძის სტანდარტულისას შორი მანძილიდან კარისკენ ჩაწოდებული ბურთი უხეიროდ მოიგერია „სპარტაკის“ გოლკიპერმა, დამატებულზე კი ხარიხამ იხსნა ცხინვალელები. 39-ე წუთზე მეტრეველი კიდევ ერთხელ დაუსხლტა მცველებს, ოღონდ ამჯერად მიგინეიშვილს ვეღარ აჯობა, მეკარის მოგერიებულს ბურთს ბარაბაძემ დაამატა, თუმცა იმერელთა მეკარემ ისევ იმარჯვა. გიგატაძემაც ცენტრალური მცველი მაჭავარიანი შესვენებამდე შეცვალა. ტაიმი კი მოულოდნელად კინაღამ ავტოგოლით დასრულდა - მამუჩიშვილმა, ბურთს რომ კუთხურზე იგერიებდა საკუთარი კარის ხარიხას გაარტყა იგი.
მეორე ნახევარი უცნაური გოლით დაიწყო: მორიგი სწრაფი იერიშისას მეტოქის საჯარიმოში მცველთან ერთად აღმოჩენილმა მეტრეველმა მეტად მოუხერხებელი მდგომარეობიდან უცნაური ტრაექტორიით დაარტყა, ყველას და ალბათ მიგინეიშვილსაც ეგონა, რომ ბურთი კარს სცდებოდა, თუმცა გოლკიპერი მაინც გამოედევნა მას, მაგრამ ამაოდ - 2:0.
ანგარიშში სხვაობა და ორივე გუნდის გარჯა გვაფიქრებინებდა, რომ „ტორპედო“ მარცხისთვის იყო განწირული, თუმცა სტუმრები, განსაკუთრებით კი შეცვლაზე შესული ნიკა საბანაძე ასე არ ფიქრობდნენ, ისინი გაშმაგებით ეკვეთნენ მეტოქეს და ერთხანს მოედანზე სიტუაციაც დაიძაბა. 58-ე ბოლქვაძე და მიგინეიშვილი არბიტრმა ყვითლებით „დაამშვიდა“. მალევე ბურთისთვის თავგანწირულ ბრძოლაში ერთმანეთს შეჯახებულმა დეკანოიძემ და გიგაურმა ვეღარ განაგრძეს თამაში.
მორიგი ორთაბრძოლისას სპარტაკელი ბოლქვაძე ისე მოცელეს, რომ მოედნიდან ხელით გასაყვანი გახდა. ამ დროს შეხვედრის დასრულებამდე 15 წუთი რჩებოდა, „ტოროპედო“, თუ არ ჩავთვლით მეგრელაძისა და საბანაძის დარტყმებს, მაინცდამაინც მწვავედ ვეღარ უტევდა და სპარტაკელებიც ოდნავ მოეშვნენ. სწორედ ამის გამო მანამდე საიმედოდ მოთამაშე „სპარტაკის“ დაცვა შეცდა, დოლიძის ფლანგურ ჩაწოდებას ხეირიანად ვერ დაუხვდა და საბანაძემ ზუსტი თავურით ერთი ბურთი გაქვითა.
დამატებულ მე-4 წუთზე კარიდან დაახლოებით 30 მეტრში მეგრელაძის წაქცევითვის ჯარიმა დაინიშნა, რომელიც მანვე შეასრულა. აქ ალბათ „სპარტაკის“ ქომაგებს გამოცდილი მეკარე სოსო გრიშიკაშვილი გაახსენდათ, რომელიც ტრავმის გამო ტოვებდა შეხვედრას. მეგრელაძის ჩაწოდებულზე კი მასპინძლეთა გოლკიპერმა ბურთი ვერ შეიმაგრა, შეცდომით კარგად ისარგებლა საბანაძემ და ქულის მომტანი გოლი გაიტანა. თამაში, აქ დასრულდა.
20. 03 გორი ქართლი 400 მაყურებელი
სპარტაკი-ტორპედო 2:2
1:0. მეტრეველი (28, ბარაბაძის პასით), 2:0. მეტრეველი (47), 2:1. საბანაძე (81. დოლიძის პასით), 2:2. საბანაძე (90)
სპარტაკი ტორპედო
4-4-2 4-5-1
ხომერიკი მიგინეიშვილი
მამუჩიშვილი გ. სეთურიძე
ალავიძე მაჭავარიანი
ბოიომო ს. თოდუა
ჭაფოძე ჩიკვილაძე
მ. ჯიშკარიანი გ. დოლიძე
მგელაძე გიგაური
ვ. ბოლქვაძე ქებაძე
დეკანოიძე ბაკურაძე
მ. ბარაბაძე მაისურაძე
მეტრეველი მეგრელაძე
სპარტაკი
63. დეკანოიძე — უგრეხელიძე
74. ბოლქვაძე — კილასონია
83. მგელაძე — კაკაშვილი
სათადარიგოები: დაუშვილი, თუხარელი, ბუზალაძე, ლობჟანიძე
ტორპედო
40. მაჭაავარიანი — დ. ფოფხაძე
46. მაისურაძე — საბანაძე
63. გიგაური — კირკიტაძე
სათადარიგოები: ქვილითაია, გოცირიძე, დათუნაიშვილი, თარხნიშვილი
გაფრთხილება: მიგინეიშვილი (58), ბოლქვაძე (58)
მსაჯი: ჯ. ხორავა (ხობი)
ვასილ ბალახაძე
გორიდან