გიორგი ნემსაძე – "დინამოს" სპორტული დირექტორია

AutoSharing Option
გუშინ შევიტყვეთ, რომ თბილისის “დინამოს” ახალმა დირექტორმა ზურაბ პოლოლიკაშვილმა კლუბის ახალ სპორტულ დირექტორად გიორგი ნემსაძე დანიშნა.

ინფორმაცია გვიან მივიღეთ და შეუძლებელი იყო რომელიმე მათგანთან კომენტარისთვის დაკავშირება, თუმცა ცნობა ზუსტია და წყალი არ გაუვა.

შეგახსენებთ, რომ გიორგი ნემსაძე იყო თბილისის “დინამოს”, საქართველოს ნაკრებისა და შოტლანდიური “დანდის” კაპიტანი. სწორედ მისი კაპიტნობის პერიოდში გავიდა თბილისური კლუბი უეფას თასის ჯგუფურ ეტაპზე, იყო საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი, ამჟამად თბილისის საკრებულოს წევრია.

საერთოდ, ბოლო დროს ქართულ ფეხბურთისა და კლუბების მმართველები მიხვდნენ, რომ ავტორიტეტული ვეტერანი ფეხბურთელების კლუბებში
თუ სხვადასხვა მიმართულებით დასაქმება სასურველი და საჭირო საქმეა. ეს ისევ ჩვენი ფეხბურთს წაადგება.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული