გასულ უქმეებზე ფოთის "კოლხეთმა" ამჯერდ უკვე საერთაშორისო საკონტროლო შეხვედრაში იმარჯვა. ბესიკ შეროზიას გუნდმა აზერბაიჯანული "განჯა" 1:0 დაამარცხა. ეს ერთადერთი ბურთი "კოლხების" მეგოლე დავით ციცხვაიამ გაიტანა. 31-ე წუთზე ვალტერ გუჩუას მიერ ძლიერად დარტყმული ბურთი ციცხვაიას ზურგში მოხვდა მიმართულება შეიცვალა და სტუმართა კარის ბადეში აღმონდა. "განჯას" რიგებშიც იყო ერთი ჩვენებური - თავდამსხმელ ლევან მელქაძე, მაგრამ მან უგოლოდ დატოვა მოედნი. აზერბაიჯანელთა წინააღმდეგ ფოთელემა ასეთი შემადგენლობით ითამაშეს:
შენგელია - ჭითანავა, მახვილაძე, ინწკირველი, გველესიანი - თედიაშვილი, ჯოჯუა, გუჩუა, სიჭინავა, სილაგავა - ციცხვაია.
შეცვლაზე: სტურუა, ექონია,
ცხვიტარია, გელაჭეიშვილი, გულუა, ციკოლია, აბურჯანია, წიქარიშვილი.
"კოლხეთისა" და "განჯას" დუბლების მატჩიც ფოთელებმა 1:0 მოიგეს.