საქართველოს ნაკრების ყოფილი წევრი, რომელსაც ცნობილ ევროპულ თუ უკრაინულ კლუბებში უთამაშია, 2009 წლის 26 სექტემბერს კიევის "არსენალისა" და ზაპოროჟიეს "მეტალურგის" მატჩის შემდეგ დოპინგტესტზე ჩავარდა და ნახევარწლიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს.
ჯაკობიამ იანვარში ტაშკენტის "ფახტაქორში" სცადა ბედი, კონტრაქტიც შესთავაზეს, მაგრამ უზბეკები ლაშას აზიის ჩემპიონთა ლიგის განაცხადში შეყვანას ვერ ასწრებდნენ და ნახევარი წლით ერთ-ერთ უზბეკურ კლუბში თამაში შესთავაზეს, რაც თავდამსხმელისთვის მიუღებელი აღმოჩნდა.
ცხინვალელთა პრეს-ატაშე დავით ცაბაძის თქმით, ჯაკობიამ ნახევარწლიანი
აღსანიშნავია, რომ ჯაკობიამ "სპარტაკის" მაისურით პირველივე შეხვედრაში გაიტანა. ცხინვალელებმა სპორტკომპლექს "შატილში" 26 მარტს საკონტროლო შეხვედრა ტექნიკურ უნივერსიტეტთან ჩაატარეს. "სპარტაკის" მთავარმა მწვრთნელმა ბადრი კვარაცხელიამ პირველ ტაიმში ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელები ათამაშა და შესვენებამდე ცხინვალელები 2:0 დაწინაურდნენ.
სათადარიგოებმა კიდევ სამი გაიტანეს, ერთი გაუშვეს და საბოლოოდ "სპარტაკმა" 5:1 მოიგო. "სპარტაკიდან" თავი გამოიჩინეს ზვიად მეტრეველმა, ლაშა ჯაკობიამ, მიხეილ ბარაბაძემ, ერეკლე ხაჭვანმა და მიხეილ ჯაყელმა, სტუდენტებიდან კი ლევან ცხოიძემ.