"დინამოს" ახალი სპორტული დირექტორი გიორგი ნემსაძე ფეხბურთელებს შეხვდა

AutoSharing Option
თბილისის "დინამოსა" და საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი გიორგი ნემსაძე ჩვენი კლუბის სპორტულ დირექტორად იმუშავებს.

გიორგი ნემსაძემ ფეხბურთელის კარიერა "დინამოში" დაიწყო და დინამოში დაასრულა. მდიდარი საფეხბურთო კარიერის მანძილზე იგი იტალიის, გერმანიის, შვეიცარიის, შოტლადიისა და თურქეთის გუნდებში გამოდიოდა. იგი წლების მანძილზე კაპიტნობდა საქართველოს ნაკრებს, რომლის შემადგენლობაშიც 70 შეხვედრა აქვს ჩატარებული. კლუბის გენერალური დირექტორი ზურაბ პოლოლიკაშვილი და სპორტული დირექტორი გიორგი ნემსაძე დღეს დინამოელებს შეხვდნენ.

ზურაბ პოლოლიკაშვილი: "გიორგი ნემსაძე - "დინამოსა" და ნაკრების კაპიტანი ნამდვილი დინამოელია. გიორგი არის მაგალითი ჩვენი გუნდის ფეხბურთელებისთვის. იგი დიდი
ხნის მანძილზე გამოდიოდა ევროპულ გუნდებში და გააჩნია კონკრეტული მიმართულებები და ხედვა, თუ როგორ უნდა აეწყოს თანამედროვე ევროპული დონის გუნდი.

გიორგი ნემსაძე: "პრაქტიკულად მთელი ცხოვრება "დინამოში" გავატარე და ყოველთვის ამ ოჯახის წევრად მიმაჩნდა თავი. ჩემი დიდი სურვილია, ის გამოცდილება, რომელიც უცხოეთში მივიღე, ჩემს მშობლიურ გუნდს გამოადგეს. საჭიროა ახალი, თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისი საქმიანობა. იმედია ეს მცდელობა ჩვენი საყვარელი გუნდის შედეგბზეც აისახება".

fcdinamo.ge

მკითხველის კომენტარები / 1 /
თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისი საქმიანობა შედეგზე ყოველთვის აისახება.
guja_kakhadze
20:55 28-03-2011
0

სიახლეები პოპულარული