უკრაინულმა ინტერნეტგაზეთმა “11x11” ხარკოვის “მეტალისტისა” და კიევის “არსენალის” ყოფილ თავდამსხმელ ლაშა ჯაკობიას ინტერვიუ ჩამოართვა.
“ამჟამად თბილისში ვიმყოფები და დროებით საქართველოს ჩემპიონატში ვითამაშებ. შემდეგ კი კვლავ უცხოეთში წასვლას ვაპირებ... ბავშვი ვიყავი, როდესაც ბელგიურ “სტანდარდში” ჩავირიცხე. შემდეგ მოვხვდი ხარკოვის “მეტალისტში”, სადაც კარიერის საუკეთესო წლები გავატარე. ხარკოვში იყვნენ მშვენიერი გულშემატკივრები, ხელმძღვანელები, გუნდი. თავს ისე კარგად ვგრძნობდი, სხვაგან წასვლას არც ვფიქრობდი. “მეტალისტისა” და “არსენალის” ფეხბურთელებთან დღემდე ვურთიერთობ. მაგალითად, რამდენიმე დღის წინ ზაკარლიუკას ვესაუბრე. მადლობა მათ, რადგან ყოველთვის გვერდში მედგნენ. მადლობა “მეტალისტის” დირექტორსა და მთავარ
შეგახსენებთ, რომ ხარკოვის “მეტალისტის” ყოფილი კაპიტანი ამჟამად ცხინვალის “სპარტაკში” ვარჯიშობს. გუნდის პრესატაშე დავით ცაბაძის თქმით, ჯაკობია ჯერ “სპარტაკის” განაცხადში ვერ შეიყვანეს, რადგან უკრაინიდან მის სატრანსფერო ფურცელს ელიან.
უეფას კონვენცია, საქართველო და ორმაგი დაფინანსება
უეფას ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, ამ ორგანიზაციის აღმასრულებელმა კომიტეტმა ორგანიზაციის მსაჯთა კონვენციის შვიდი სრულუფლებიანი წევრი დაამტკიცა – საქართველო, ანდორა, ინგლისი, ლატვია, რუმინეთი, ესპანეთი და უკრაინა. ამგვარად, სამსაჯო კონვენციაში უკვე 43 ქვეყანა გაწევრიანდა. კონვენციის მიზანი კი მსაჯთა განათლებისა და პრესტიჟის გაზრდა, აგრეთვე სამსაჯო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაა.
ამ ყველაფრის შედეგად, საქართველოს სამსაჯო კომიტეტი ვალდებულია, უეფას სამსაჯო კომიტეტთან შეათანხმოს სწავლების გეგმა, ამას გარდა, დაფინანსების უფლებას იღებს, ანუ უეფადან ჩვენს არბიტრებს დაფინანსების ახალი წყარო ეხსნებათ.
უეფას ვებგვერდის ცნობით, ქვეყანა, რომელიც მსაჯობაში საჭირო სტანდარტებს დააკმაყოფილებს, ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანიზაციისგან დაფინანსებას ყოველწლიურად მიიღებს.
მოკლედ, ჩვენი მსაჯებისთვის სასიკეთოდ აეწყო საქმე: საქართველოს გარდა, სახელმწიფო ბიუჯეტიდან მსაჯებს არც ერთ ქვეყანაში არ აფინანსებენ. ჩვენთან ეს ფედერაციის პრეზიდენტ ზვიად სიჭინავასა და პრემიერ ნიკა გილაურის შეთანხმების შედეგად მოხერხდა და ერთი შეხვედრის საზღაურად არბიტრები 864 ლარს იღებენ (და არა 1100 ლარს). მართალია, აზერბაიჯანში ანაზღაურება 1500 დოლარია, რუსეთსა და უკრაინაში კი ბევრად მეტი, მაგრამ საქართველოსნაირ ქვეყანაში 864 ლარი საკამოდ დიდი ჰონორარია. თვეში ოთხი შეხვედრის შემდეგ მსაჯს მცირე მასშტაბის ბიზნესმენის შემოსავალი მაინც გაუჩნდება. და ამას უეფას დაფინანსება რომ დაემატება, სულაც აშენდებიან.
როგორც გვითხრეს, აქამდე უეფას კონვენციაში საქართველოს გაწევრიანებას ორგანიზაციული საკითხები აბრკოლებდა – მსაჯთა ასოციაცია ფედერაციისგან დამოუკიდებლად უნდა არსებობდეს. დღეს კი ფედერაცია სახელმწიფოს ჯიბიდან აფინანსებს და ვერ გეტყვით, როგორ არის დამოუკიდებელი, მაგრამ უეფას კონვენციაში კი გაწევრიანდა.