გაშვებულმა გოლმა სტუმრები შეაფუცხუნა და წონასწორობის აღდგენას შეეცადნენ. Lლომია-რიგვავა-ეხვაიას კომბინაცია სიხარულიამ ძლიერი დარტყმით დაასრულა, თუმცა ბურთი კარის ჩარჩოს ააცილა. კომბინაციები და ბურთის კონტროლი ძლიერი ქარის გამო შეუძლებელი ხდებოდა, ამიტომ გუნდები სახიფათო მომენტების შექმნას კარის სიახლოვეს მაღალი ჩაწოდებებით და სტანდარტულებით ცდილობდნენ.
ამასობაში მასპინძლებმა სახიფათო ჯარიმაც დაარტყეს, თუმცა ლომაშვილმა კარს მცირედით ააცილა, რასაც ორ წუთში სტუმართა ჯარიმა მოჰყვა.
ამის შემდეგ ძნელი მისახვედრი არ იყო, რომ ზუგდიდელებს თამაშის შემობრუნება გაუჭირდებოდათ და ასეც მოხდა. თუმცა სტუმრებმა ქობალიას კარგი ინდივიდუალური თამაშით შეძლეს ყურადღების მიქცევა. ზუგდიდელთა ფორვარდმა ჯერ მცველებს არ მისცა მოსვენების საშუალება, შემდეგ სამტრედიელთა მეკარე ჯინჭარაძეც საკმაოდ ანერვიულა, ორჯერ სახიფათოდ დაურტყა და იმერელთა კარის დარაჯის სასახელოდ უნდა ითქვას, ორივეჯერ ბურთი აკრობატულ ნახტომში მოიგერია, ხოლო ქობალიას მესამე ყუმბარისებური დარტყმა ძელმა მოიგერია. ზუგდიდელთა გოლეადორი მხოლოდ ამ მომენტებით არ შემოფარგლულა და რამდენიმე წუთში ზედიზედ ორჯერ კუთხურიდან მოწოდებულს ორჯერვე სახიფათო თავურიც მიაყოლა, თუმცა პირველ ჯერზე კვლავ ჯინჭარაძემ ივარგა, ხოლო მეორედ ბურთი კარს მცირედით ასცდა. მატჩის შემდეგ სტუმართა გუნდის ხელმძღვანელობამ მარცხის ერთ-ერთ მიზეზად საკუთარი შეცდომები დაასახელა, რაც ქართულ საფეხბურთო რეალობაში იშვიათი შემთხვევაა.
ელგუჯა ქომეთიანი: “არანაირი გამართლება ჩვენს თამაშს არ აქვს, არც უამინდობა და არც მინდვრის საფარი. როგორც ფეხბურთელები, ისე ჩვენ პასუხისმგებლობას ვერ გავექცევით, ამიტომ ჩემი შეცდომით დავიწყებ - ქობალიას და აფაქიძეს პირველი ტაიმიდან არ მივეცი თამაშის საშუალება იქიდან გამომდინარე, რომ ახალგაზრდული ნაკრების თამაშებიდან ვარჯიშზე წინა დღეს შემოგვიერთდნენ და გადაღლილები ჩანდნენ. ჩემი შეცდომა სწორედ ისაა, რომ ვისაც ვენდე, მათ ვერ გაამართლეს. თამაშს თავიდანვე ეტყობოდა, რომ ვინც მოსაგებად იყო დაგეშილი, შედეგსაც იმან მიაღწია. გამორიცხული არ არის, მომდევნო ტურებში ახალი სახეები გამოჩნდნენ შემადგენლობაში”.
ლევან ანაჯაფარიძე: “დღევანდელ თამაშს ჩვენთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა. წაგების მიუხედავად „ბაიამ“ გვაჩვენა, რომ კარგად დაკომპლექტებული და ნებისმიერი მეტოქისთვის უხერხული გუნდია. უამინდობამ ორივე გუნდის შეუშალა ხელი, თუმცა სწრაფმა გოლებმა ჩვენს გუნდს სამი ქულის მოპოვება შეაძლებინა, რამაც ცოტა იმედიანად განგვაწყო. მომდევნო ორ ტურს სამტრედიაში ვატარებთ და ამ მოგებამ ფეხბურთლებს მეტი მოტივაცია შესძინა”.
02.04.2011 სამტრედია, 500 მაყურებელი
სამტრედია-ბაია 3:0
სამტრედია ბაია
4-4-2 4-2-3-1
ჯინჭარაძე სომხიშვილი
შალიკაშვილი სვირავა
ხუმარაშვილი აქუბარდია
გოგია გამრეკლიძე
კირთაძე ონიანი
ცხადაია ვართაგავა
ლომაშვილი რიგვავა
მიქაბერიძე სიხარულია
ბურჯანაძე ლომია
ალავერდაშვილი წურწუმია
ჩხიკვაძე ეხვაია
მწვრთნელი მწვრთნელი
ლევან ანჯაფარიძე ელგუჯა ქომეთიანი
სამტრედია
76. ალავერდაშვილი - რუხაია
77. კირთაძე - ენდელაძე
86. ბურჯანაძე - ხვადაგიანი
სათადარიგოები: კეკელიძე, ნინუა, ახობაძე, დვალიშვილი
ბაია
46. რიგვავა - ქობალია
46. აქუბარდია - აფაქიძე
66. გამრეკლიძე - ქვარცხავა
სათადარიგოები: მაქაცარია, შონია, ჩანგელია, ქირია
გაფრთხილება: კირთაძე (58)
გაძევება:
არბიტრი: მ. ბეუქლიშვილი
ლაშა გოგილავა სამტრედიიდან