ფაზისური ქარტეხილები

AutoSharing Option

02.04.2011 ფოთი. ფაზისი. 1500 მაყურებელი
კოლხეთი-სპარტაკი 0:0

კოლხეთი სპარტაკი
4-1-4-1 4-4-1-1
ძაგანია გრიშიკაშვილი
გავაშელიშვილი ჭაფოძე
ცხვიტარია ტეტუნაშვილი
ინწკირველი მანჩხავა
მახვილაძე ბოიომო
გოგონაია დეკანოიძე
პ. დათუნაიშვილი ხაჭვანი
გვალია მამუჩიშვილი
ზ. ჯანაშია უგრეხელიძე
მეგრელიშვილი ვ. ბოლქვაძე
წიქარიშვილი მეტრეველი
მწვრთნელი მწვრთნელი
ს. ფილია ბ. კვარაცხელია

კოლხეთი
76. გოგონაია-კვერენჩხილაძე
80. მეგრელიშვილი-მდივნიშვილი
სათადარიგოები: ლობჟანიძე, გელაჭეიშვილი, ქორჩილავა, მოისწრაფიშვილი, გულუა

სპარტაკი
30. ბოლქვაძე-ჯაკობია
68. ხაჭვანი-გ. ალავიძე
90. უგრეხელიძე-სეფიაშვილი
სათადარიგოები: ნ. დაუშვილი, ბარაბაძე, თუხარელი

არბიტრი: დ. ხარიტონაშვილი (თბილისი)

თავიდანვე ვიტყვით, რომ შაბათის ფაზისურ შეხვედრას უამინდობამ თავისი კვალი დაატყო - დილიდანვე ამოვარდნილმა ქარმა თამაშის მიმდინარეობისას უფრო იმატა და გუნდებს ნორმალური თამაშის საშუალება არ მიეცათ.
გასაკვირი არც ის არის, რომ მეტოქქბი ასეთ ამინდში ხიფათს ვერ ქმნიდნენ და პირველივე წუთებიდან ნათელი გახდა, რომ გოლი იღბლისა და შემთხვევითობის წყალობით თუ იქნებოდა.

თუმცა, 90 წუთი ისე გაილია, „შემთხვევითი“ ხიფათიც არ შექმნილა. ერთობ კურიოზული სიტუაციები იქმნებოდა, როცა გუნდები ჯარიმასა თუ კუთხურს ასრულებდნენ —ბურთი ადგილზე არ ჩერდებოდა და დამრტყმელს თანაგუნდელის დახმარება (ბურთზე ფეხის დაჭერა) სჭირდებოდა.

მოლოდინისამებრ, მცირეოდენ უპირატესობას მასპინძლები ფლობდნენ. ორი საგოლე მომენტიც შექმნეს, ოღონდ ქარის დაუხმარებლად და ცხვიტარიას მეტი სიზუსტე რომ გამოეჩინა, ორი თავურიდან ერთს მაინც გაიტანდა. გატანა სტუმრებსაც შეეძლოთ, თუმცა ამას ხიფათისმაგვარი უფრო ეთქმოდა — ფლანგიდან მეკარის ბაქანში გამჭოლი გადაცემა კოლხთა დაცვამ ორჯერ კი გაატარა, მაგრამ სპარტაკელთაგან დამრტყმელი არავინ აღმოჩნდა.
მეტი გამოსარჩევი არაფერი მომხდარა, თუ არ ჩავთვლით კოლხთა რიგებში ზამირ ჯანაშიასა და პავლე დათუნაიშვილის, ხოლო ცხინვალელთა გუნდში შეცვლაზე შესული ლაშა ჯაკობიას გამოჩენას.
სულ ეს იყო, კონკურენტებმა ქულები გაიყვეს, რამაც მასპინძლები უკმაყოფილო, ხოლო სტუმრები გახარებული დატოვა.

ბადრი კვარაცხელია (სპარტაკი): „ფოთში თამაში ყოველთვის რთულია, სოსო ფილიას მოსვლის შემდეგ გუნდი აშკარად უკეთ ათამაშდა, ამიტომაც გულახდილად გეტყვით, რომ ფრე ჩვენთვის მისაღები შედეგი იყო. ბიჭების კმაყოფილი ვარ. ამინდმა თამაშს თავისი დაღი დაასვა. მიმაჩნია, რომ შედეგი ლოგიკურია“.
სოსო ფილია (კოლხეთი): „დღევანდელ ამინდში შეუძლებელი იყო ტაქტიკური მონახაზის მოედანზე გადატანა. არადა, ბევრი ვიშრომეთ, მეტოქის წინა შეხვედრა განვიხილეთ, მომზადებულნიც ვიყავით, მაგრამ ქარმა გეგმები აგვირია. ბადრი არ მიწყენს, თუ ვიტყვი, რომ ასეთ ამინდში მოგებაზე მოთამაშე გუნდთან შედარებით უპირატესობა იმ გუნდს აქვს, ვისაც ფრეც აკმაყოფილებს. თუმც ორი კარგი მომენტი გვქონდა და ქარს გავატანეთ“.

მამუკა ქანთარია
ფოთიდან




მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული