ბოლნისში "დინამომ" გაიმარჯვა

AutoSharing Option
მატჩი მთავრდებოდა. “ოლიმპი” უტევდა, როდესაც “სიონის” კონტრშეტევა გამოეპარა, კობა შალამბერიძე საჯარიმოს სიახლოვეს მოხდენილი ცრუმოძრაობით რუსთაველთა მცველს გაექცა, მეკარესთან პირისპირ დარჩა და გამარჯვების გოლი გაიტანა - 1:0.

მანამდე თამაში დაძაბულად და საინტერესოდ მიმდინარეობდა, მაგრამ საგოლე მომენტები იშვიათად იქმნებოდა.

არადა, შეხვედრა მასპინძლებისთვის ძალიან ცუდად დაიწყო: მე-3 წუთზე “სიონის” მეკარე მირზა მერლანი ბურთის შეყვანისას მოულოდნელად წაიქცა, კუნთი დაეჭიმა და ექიმების დახმარებით გაიყვანეს მოედნიდან.

ცხადია, აუტსაიდერი ჩემპიონთან ქულის მოპოვებასაც წარმატებად ჩათვლიდა და “სიონი” ფრთხილად თამაშობდა. რეალურად მასპინძელთა დაცვაში ხუთი ფეხბურთელი იდგა, დანარჩენები კი “ოლიმპს”
პრობლემებს თითქმის ვერ უქმნიდნენ. ორივე გუნდს ჰყავდა გიორგი რეხვიაშვილი და ჯერ სიონელმა ნახევარმცველმა სცადა შორეული დარტყმით ანგარიშის გახსნა, შემდეგ რუსთაველთა ცენტრალურმა მცველმა დაარტყა ახლო მანძილიდან, მაგრამ სეხნია-მოგვარეებს სიზუსტე დააკლდათ.

27-ე წუთზე კი ირაკლი მოდებაძეს შეეძლო გატანა, როდესაც “სიონის” მცველი დავით სვანიძე უხეშად შეცდა და მეკარესთან პირისპირ დატოვა, მაგრამ “ოლიმპის’ ფორვარდს სერგო ორბელაძემ დაასწრო და მასპინძლები გადაარჩინა.

42-ე წუთზე რეზო ჯიქია “ოლიმპის” რეხვიაშვილს გასცდა და საჯარიმოში შევარდნილი წაიქცა, ბოლნისელები პენალტს ითხოვდნენ, არბიტრმა კი შეხვედრა გააგრძელა და ვფიქრობთ, მართალიც იყო.

“სიონი” მეორე ტაიმში გამოცოცხლდა, მაგრამ 86-ე წუთამდე საგოლე მომენტი არ შექმნილა, მერე კი იყო შალამბერიძის გოლი.

“ოლიმპმა” მწვავედ შეუტია. დასამახსოვრებელი იყო გიორგი რეხვიაშვილის შესრულებული საჯარიმო, როდესაც ბურთი ძელს მოხვდა, დამატებაზე კი კარის წინ მარტო დარჩენილი მოდებაძე წაიქცა, ხელით ითამაშა და ანგარიშის გათანაბრების შანსი ხელიდან გაუშვა.

ბოლნისის “სიონმა” რუსთავის “ოლიმპი” დაამარცხა და ამ შედეგმა, აგრეთვე “ზესტაფონის” წაფორხილებებმა “დინამო” საჩემპიონო ბრძოლას დაუბრუნა - ლიდერებთან თბილისელთა ჩამორჩენა საკმაოდ შემცირდა. თუმცა ამაზე ჩემპიონატის ბოლოს ვილაპარაკოთ.

02.04. ბოლნისი. თ. სტეფანია. 500 მაყურებელი
სიონი-ოლიმპი 1:0
გოლი: 1:0 შალამბერიძე (86).

სიონი ოლიმპი
4-2-3-1 4-2-3-1
მერლანი ბათიაშვილი
კობაური ქემოკლიძე
სვანიძე კვახაძე
დიდავა გიორგი რეხვიაშვილი
ორბელაძე დობროვოლსკი
გოგობერიშვილი რაზმაძე
ნოზაძე ტყემალაძე
გიორგი რეხვიაშვილი ქავთარაძე
ქუცურუა დ. ბოლქვაძე
ადამაშვილი გეწაძე
რ. ჯიქია მოდებაძე
მწვრთნელი: მწვრთნელი:
ხ. ქასრაშვილი თ. მაისურაძე

სიონი
3. მერლანი - ზუხბაია
46. რეხვიაშვილი - შალამბერიძე
73. ადამაშვილი - გ. ოქროპირიძე
სათადარიგოები: თარგამაძე, მელქაძე, ქორიძე, მ. ოქროპირიძე.

ოლიმპი
59. კვახაძე - პავლიაშვილი
67. გეწაძე - გ. ჭელიძე
სათადარიგოები: ბედიაშვილი, უგულავა, ბახტაძე, სეთურიძე, გორდეზიანი.

გაფრთხილება: ორბელაძე (45), კვახაძე (56), ტყემალაძე (70), რაზმაძე (77).
არბიტრი: თორნიკე გვანცელაძე (სამტრედია)


მკითხველის კომენტარები / 2 /
პირველად როგორ დაამარცხა? პირველ წრეში არ მოუგო 2:1? :)))
0
პირველ წრეშიც მოიგო სიონმა ოლიმპთან 2:1
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული