სიონში ყიფიანი იმუშავებს?

AutoSharing Option
როგორც გავიგეთ, ბოლნისის "სიონში" ცვლილებების მორიგი ეტაპია მოსალოდნელი. როგორც ცნობილია, ისევე როგორც "სიონი", ასევე ყველა კლუბი კერძო კომპანიების მფლობელობაში უნდა გადავიდეს. შესაბამისად, სააქციო საზოგადოება "მადნეულის" მფლობელობაში ბოლნისის "სიონის" გადასვლას ბოლნისელი გულშემატკივარი დიდი ინტერესით ელის. სპონსორის საკითხის გადაწყვეტის შემდეგ გაირკვევა თუ ვინ იქნება გუნდის მთავარი მწვრთნელი. ხვიჩა ქასრაშვილმა გუნდი უკვე დატოვა და როგორც კლუბის ხელმძღვანელობაში გვითხრეს ახალ თავკაცად 4 ვარიანტი განიხილება და ყველაფერი ამ დღეებში გადაწყდება.

სარწმუნო წყაროს ინფორმაციით, ერთ-ერთი ვარიანტი მთავარ მწვრთნელად გიორგი ყიფშიძის დაბრუნებაა, რომელმაც გასულ სეზონში "სიონის" დუბლშემადგენლობაში
წარმატებით იმუშავა და გუნდი მე-3 ადგილზე გაიყვანა. ჩვენს მერ მოპოვებული ინფორმაციით შესაძლოა სამწვრთნელო შტაბში ახალი სახე ვიხილოთ - "ვიტ ჯორჯიასა" და ქუთაისის "ტორპედოს" ნახევარმცველი გიორგი ყიფიანი. სხვათა შორის, 32 წლის ყიფიანმა მოთამაშის კარიერის დასრულების შემდეგ მწვრთნელობა გადაწყვიტა და ამ საქმის დაუყფლებასაც რამდენიმე თვის წინ შეუდგა. არც ის არის გამორიცხული, "სიონს" ყიფშიძე-ყიფიანის ტანდემმა უხელმძღვანელოს.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული