"ლოკერენს" აბაიომი ოვონიკოკო აინტერესებს

AutoSharing Option
"გაგრას" თავდამსხმელმა აბაიომი ოვონიკოკომ საქართველოს მოქალაქის პასპორტი აიღო. სხვაგვარად შეუძლებელი ჩანდა იმ პრობლემების მოგვარება, რომელთა გამოც ევროპაში გადასვლას ვერ ახერხებდა", - გვითხრა ფიფას აგენტმა, საქართველოს მოქალაქე მამუკა ამიროვმა, რომელიც "გაგრასთან" და "ზესტაფონთან" თანამშრომლობს.

18 წლის ნიგერიელ ფორვარდს დეკემბერში ორ კლუბში, ფრანგულ "რენსა" და ბელგიურ "გენკში" იწვევდნენ. ცხადია, საფრანგეთს ბელგიაზე ბევრად უფრო მიმზიდველი საფეხბურთო ლიგა აქვს და კლუბმა და ფეხბურთელმა თავდაპირველად ფრანგული ვარიანტი ამჯობინეს. მიუხედავად იმისა, რომ "გაგრამ" ყველა საჭირო საბუთი წარადგინა, 27 დეკემბერს საფრანგეთის საელჩომ ოვონიკოკოს ვიზაზე უარი უთხრა.

შემდეგ
ნიგერიელს ბელგიაში ელოდნენ: "გენკის" ერთ-ერთი ხელმძღვანელი რონალდ იანსენი ქართული კლუბის თავკაცებს ყოველდღე უკავშირდებოდა და როდესაც "რენის" ვარიანტის ჩაშლის ამბავი შეიტყო, აბაიომის ოფიციალური მიწვევა გაუგზავნა.

ოვონიკოკომ საბუთები ჰოლანდიის საკონსულოში შეიტანა, რომელიც ბელგიურ ინტერესებს წარმოადგენს საქართველოს ტერიტორიაზეც, მაგრამ ამჯერადაც უარი მიიღო და მაშინ გადაწყვიტეს "გაგრამ" და ოვონიკოკომ საქართველოს პასპორტის აღება.

ამიროვი დარწმუნებულია, რომ 18 წლის ნიგერიელით საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ხელმძღვანელებიც დაინტერესდებიან და ის გუნდს გააძლიერებს.

"ასეთი საინტერესო ფეხბურთელი საქართველოში ბევრი არ მეგულება. თუ ადრე მას ნიგერიის პასპორტი აბრკოლებდა, ახლა ევროპაში ნაკლები პრობლემა შეექმნება და დარმუნებული ვარ, რომელიმე ცნობილ ევროპულ კლუბში ჩაირიცხება. ქართული ანდაზისა არ იყოს, ზოგი ჭირი მარგებელია, დარწმუნებული ვარ, ოვონიკოკო საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებსაც გამოადგება", - ამბობს ამიროვი.

მანვე დაადასტურა, რომ ბელგიური "ლოკერენის" სპორტული დირექტორი ვილი რეინდერსი საქართველოს ოვონიკოკოთი დაინტერესების გამო ესტუმრა:"დიდი ხანია, ეს კლუბი ნიგერიელით დაინტერესდა, მაგრამ "ლოკერენის" გარდა, ოვონიკოკოს გადაბირება კიდევ შვიდ ევროპულ კლუბს სურს. თუმცა ჯერ მათზე ღიად ვერ ვილაპარაკებ, ზაფხულში ყველაფერს შეიტყობთ."








.


მკითხველის კომენტარები / 1 /
ამას არაფერი არ უშველის ვენაცვალე ევროპელებს :)

რა დღეში ყოფილხართ................
Vova
19:50 21-04-2011
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული