ბოლნისში ყიფიანი იმუშავებს

AutoSharing Option
ბოლნისის "სიონის" სამწვრთნელო შტაბში მოსალოდნელ ცვლილებასთან დაკავშირებით ჩვენი ვარაუდი გამართლდა - კლუბის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით გუნდის მთავარ მწვრთნელად 32 წლის გიორგი ყიფიანი დაინიშნა.
ყიფიანი ქუთაისის "ტორპედოში", "ვიტ ჯორჯიასა" და ბოლნისის "სიონში" ასპარეზობდა. ასევე გამოდიოდა ლატვიურ "სკონტოში", ბერძნულ "პანეტოლიკოსში", ებრაულ კლუბებში - ბეერ შევას "ჰაპოელსა" და იერუსალიმის "ჰაპოელში". მოთამაშის კარიერის დასრულების შემდეგ ყიფიანი ფეხბურთში დარჩა და სამწვრთნელო საქმის შესწავლას შეუდგა. სწავლობდა ისრაელშიც და საქართველოშიც, მიღებული აქვს სამწვრთნელო სერთიფიკატიც.



მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული