გიორგი ნემსაძე: ბევრ ლეგიონერს კონტრაქტს აღარ გავუგრძელებთ

AutoSharing Option
ბოლოდროინდელი კულუარული ინფორმაციით, თბილისის "დინამოს" საკადრო პოლიტიკა რადიკალურად შეიცვლება - ცხადია, "დინამო" და ტრანსფერები საინტერესო თემაა და კლუბის სპორტულ დირექტორ გიორგი ნემსაძეს ველაპარაკეთ.

- სარწმუნო ცნობებით, რასაც ფანცხავას დამატებაც ადასტურებს, "დინამოში" ნიჭიერი ქართველი ახალგაზრდების შეკრებას აპირებთ.
- დიახ, ასე იქნება და უპირატესობას ნიჭიერ ქართველ ახალგაზრდებს მივანიჭებთ. ეს იმიტომ, რომ თბილისის "დინამოს" უპირველესი დანიშნულება ასაკობრივი და ეროვნული ნაკრებებისთვის მომავალი ვარსკვლავების გაზრდა იყო და შემდგომშიც ამ მიზანს უნდა ვემსახუროთ. საქართველოში კი ძლიერი თაობები ყოველთვის იზრდებოდნენ და ეს პოტენციალი აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ. მოკლედ,
თბილისის "დინამოს" ფეხბურთელები უპირველესად ქართულ ფეხბურთს უნდა წაადგნენ.

- ეს უცხოელებზე უარის თქმას ნიშნავს?
- არა, რატომ, უცხოელებიც დაგვჭირდებიან, მაგრამ მერე და მერე "დინამოს" აკადემია მთელი ძალით ამუშავდება, ჩვენ კი უმთავრესი შევსება სწორედ იქიდან უნდა მივიღოთ. აკადემიამ კონვეიერივით გამართულად უნდა იმუშაოს. სამართლიანი და გონივრული სელექციითა და დაუზარელი საქმიანობით ეს შესაძლებელი იქნება.

- ფანცხავას გარდა, კიდევ რომელი ახალგაზრდა ქართველის დამატებას აპირებთ?
- რამდენიმე მოთამაშის მოწვევა გვსურს, ზოგთან მოლაპარაკება უკვე დაწყებულია, მაგრამ სატრანსფერო ფანჯრის გახსნამდე გვარების დასახელებას მოვერიდები.
საქმე ისაა, რომ თითოეულ კანდიდატურას დეტალურად და სხვადასხვა კრიტერიუმით ვარჩევთ და საბოლოო გადაწყვეტილებას ამის მიხედვით მივიღებთ.

ფეხბურთელი დინამოელობას უნდა იმსახურებდეს არა მხოლოდ კლასით, არამედ მენტალიტეტით, საქმისადმი მიდგომით, ბრძოლისუნარიანობით და კარგად უნდა ესმოდეს, რა გუნდში მოხვდა.

- მართალია, სეზონის დასრულების შემდეგ ლეგიონერების უმრავლესობას "დინამოდან" უშვებენო?
- ცუდი ლეგიონერები არ გვყავს, მაგრამ მოწვეული ადგილობრივს ბევრად უნდა სჯობდეს, სხვაგვარად მის გაჩერებას აზრი არ აქვს. ჩემი აზრით კი, ასეთები ჯერჯერობით "დინამოში" არ არიან. ამიტომ ვფიქრობ, რომ ბევრს ხელშეკრულებას აღარ გავუგრძელებთ.








.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ნემსაძე სწორს ლაპარაკობს, 1-2 ძლიერი ვეტერანი ლეგიონერი უნდა გუნდს გამოცდილებისთვის, დანარჩენი თვირთი ძირითადად ქართველებმა უნდა ზიდონ, ოღონდ ბიჭები უნდა შეთამაშდნენ და ყოველი სეზონის დასაწყისში ახალი გუნდი არ უნდა კეთდებოდეს.
Lasha
20:45 20-04-2011
0

სიახლეები პოპულარული