გია გეგუჩაძე: ჩვენი მიზანი მხოლოდ ჩემპიონობაა

AutoSharing Option
სტუმრად უშუალო კონკურენტთან გამარჯვებით "ზესტაფონმა" ჩემპიონობისკენ მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა. მას"ოლიმპი" ცხრა ქულით ჩამორჩა, თბილისის "დინამო" კი - შვიდით.

ძნელი წარმოსადგენია, დარჩენილ ტურნეებში რუსთაველებმა ამ ჩამორჩენის აღმოფხვრა და საქართველოს ჩემპიონის ტიტულის შენარჩუნება მოახერხონ, თბილისელებს კი შანსი კიდევ შემორჩათ, მაგრამ თუ რაიმე საოცრება არ მოხდა, ოქროს მედლები პატარა იმერული ქალაქის კლუბმა უნდა მოიპოვოს.

მართალია, "ოლიმპთან" გამარჯვება რთულ ბრძოლაში მოიპოვა და მატჩის შემდეგ "ზესტაფონის" მთავარი მწვრთნელი გია გეგუჩაძე თავისიანების თამაშით კმაყოფილი იყო - მას მცირე ინტერვიუ ჩამოვართვით.

- უპირველესად მატჩზე ვილაპარაკოთ: თამაშის ხარისხით
კმაყოფილი ბრძანდებით?
- რთული შეხვედრა და ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება მოვიპოვეთ გასული სეზონის ჩემპიონთან და უშუალო კონკურენტთან. ამიტომ გამარჯვება ორმაგად სასიხარულოა. მთლიანობაში, კარგად ითამაშა "ოლიმპმა", ჩვენ კი ნერვიულობა გვეტყობოდა. ბედმა გაგვიღიმა, პირველივე ტაიმში ორი გოლი რომ გავიტანეთ და მოგება შევინარჩუნეთ.

- თამაშის ხარისხით კმაყოფილი ბრძანდებით?
- იმის გათვალისწინებით, რომ რთული სათამაშო გრაფიკი გვაქვს და თამაში ყოველ ოთხ დღეში გვიწევს, მთლიანობაში ურიგო ხარისხის ფეხბურთს არ ვაჩვენებთ.

- ამითაც იყო გამოწვეული, მეორე ტაიმი პირველის მსგავსად დამაჯერებლად რომ ვერ ჩაატარეთ?
- ალბათ, მიზეზი ესეც იყო, თუმცა მხოლოდ ეს არ იყო მიზეზი.

- და მაინც, უკვე "ზესტაფონს" ჩემპიონობას ულოცავენ.
- რა თქმა უნდა, ეს მნიშვნელოვანი გამარჯვებაა და მას ვერ დავაკნინებ, მაგრამ ჯერ ყველაფერი წინ არის და ჩემპიონობაზე ლაპარაკი ნაადრევია.

- ასეთი შემადგენლობით გუნდი საქართველოს ჩემპიონობისთვის მზად კი არის, მაგრამ ევროპულ ტურნირებზე ღირსეული გამოსვლისთვის საკმარისი რესურსია?
- ჯერ ჩვენ საქართველოს ჩემპიონატზე ვფიქრობთ. ევროტურნირებზე ფიქრს ზაფხულისთვის დავიწყებთ.

- "ზესტაფონის" პრეზიდენტი ადრე ჩემპიონობას არც ითხოვდა. წელსაც სულ ერთია, ევროპის ლიგაზე გახვალთ თუ ჩემპიონები გახდებით?
- არა, რატომ არის სულ ერთი, წელს ჩვენი მიზანი ჩემპიონობაა და უპირატესობა აუცილებლად უნდა შევინარჩუნოთ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული