გიორგი ნემსაძე: მსაჯები ლოგიკით უნდა დანიშნონ

AutoSharing Option
ეროვნული ჩემპიონატი დასასრულისკენ მიდის და, როგორც მოსალოდნელი იყო, ვითარება დაიძაბა. განსაკუთრებით ბევრი პრეტენზია გაჩნდა მსაჯობასთან დაკავშირებით. თუმცა კლუბების დამოკიდებულება არაერთგვაროვანია.

ამ საკითხთან დაკავშირებით, საქართველოს ჩემპიონატის ლიდერი კლუბების წარმომადგენლებს კომენტარი ვთხოვეთ.

შოთა შერმადინი, რუსთავის "ოლიმპის" პრესატაშე: "ჩვენ იმ სადავო ეპიზოდების ვიდეომონტაჟს ვაკეთებთ, რომლებიც მეორე ეტაპზე "ოლიმპის" მატჩებში დაფიქსირდა. ჯერ ზუსტად ვერ ვიტყვი, დამონტაჟებას როდის დავასრულებთ, მაგრამ შევეცდებით, რაც შეიძლება მალე მოხდეს და საზოგადოებას სრულყოფილად ვაჩვენოთ, რა გვაწუხებს და რატომ არის "ოლიმპის" ხელმძღვანელობა უკმაყოფილო.

ფაქტია, რომ პრობლემა ბევრჯერ შეგვექმნა და ბევრ ლაპარაკს
კონკრეტული მაგალითების წარდგენა აჯობებს, რათა დაინტერესებული ადამიანები დარწმუნდნენ, რომ პრეტენზიებს კი არ ვიგონებთ, არამედ გვაქვს კონკრეტული სატკივარი. ვიდეოკოლაჟის ჩვენების შემდეგ კი საფეხბურთო კლუბ "ოლიმპის" სახელით გაკეთდება განცხადება. დანარჩენზე ჩვენი პოზიცია ცნობილია, მსაჯობასთან დაკავშირებით ბევრი კითხვა დაგროვდა, რაზეც "ოლიმპის" ხელმძღვანელებმა და მთავარმა მწვრთნელმა ილაპარაკეს, პოზიცია დააფიქსირეს და ახალს ვერაფერს ვიტყვი.

ფაქტია, რომ მსაჯობით კმაყოფილი არავინ არის. ჩვენ ნაკლებად გვაინტერსებს, ეს შეგნებულად კეთდება თუ შეუგნებლად, არც ვამტკიცებთ, რომ "ოლიმპს" ვინმე მიზანმიმართულად ძირავს, მაგრამ ამით ჩვენთვის არაფერი იცვლება - მსაჯობა დამაკმაყოფილებელი არ არის და მდგომარეობა აუცილებლად უნდა გამოსწორდეს, რადგან ქართულ ფეხბურთში ვითარება სხვაგვარად ვერ გაჯანსაღდება."

სერგო ფუტკარაძე, "ზესტაფონის" პრესატაშე: "ჩვენს კლუბს ბევრი კითხვა გაუჩნდა მსაჯობასთან დაკავშირებით, განსაკუთრებით "ვიტ ჯორჯიასთან" მატჩის შემდეგ და ამის შესახებ ფეხბურთის ფედერაციას პოზიციის დაფიქსირება ვთხოვეთ. თუმცა შორს ვართ იმისგან, რომ მსაჯთა შეცდომებში კანონზომიერება და "ზესტაფონის" წინააღმდეგ მიზანმიმართული ქმედება დავინახოთ. იმიტომ, რომ ბუნებაში იდეალური ადამიანი არ არსებობს და მას შეცდომები ახასიათებს. ასევე ვუდგებით მსაჯების შეცდომებსაც. საერთოდ, ჩვენ არ ვიზიარებთ შეთქმულების თეორიებს და ასე იყო ადრეც, როდესაც ამ თეორიას დიდი გასაქანი ჰქონდა.

ვერავინ უარყოფს, რომ გულსატკენი შეცდომების შედეგად ჩვენც დავზარალებულვართ, რომ მსაჯების კვალიფიკაცია ასამაღლებელია, მაგრამ მსაჯთა კორპუსში ახალი თაობის პერსპექტიული არბიტრების გამოჩენა ამ სფეროში ვითარების გაუმჯობესების იმედს გვინერგავს."

გიორგი ნემსაძე, თბილისის "დინამოს" სპორტული დირექტორი: "არის საკითხები, რომლებზეც თვალს ვერ და არ დავხუჭავთ. მაგალითად, ჩვენ კითხვები გვიჩნდება შემდეგზე: "ზესტაფონს" თბილისის "დინამოსთან" პრინციპულ შეხვედრებში ორჯერ დანიშნეს მსაჯი მეზობელი სამტრედიის რაიონიდან. ზესტაფონი და სამტრედია ერთ გუბერნიას წარმოადგენენ და ხომ არ იყო ეს ინტერესთა კონფლიქტი?

იგივე მოხდა რუსთავის "ოლიმპთან" შეხვედრაში. ცხადია, არაფერს ვამტკიცებ და არც ვინმესთან დაპირისპირება მსურს, მაგრამ კითხვები თავისთავად მიჩნდება. ასეთ დროს მეზობელი მეზობელს შინაგანად არ უქომაგებს? მე "ზესტაფონის" საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, მშვენიერი გუნდია და წლეულს კარგად თამაშობს, მაგრამ პრინციპული მატჩი ნეიტრალური რეგიონის წარმომადგენელმა რომ უნდა იმსაჯოს, ამაზე ორი აზრი არ შეიძლება არსებობდეს.

საერთოდ, გასაკვირია ისიც, ერთსა და იმავე არბიტრს რატომ ანდობენ ყველა მნიშვნელოვან შეხვედრას. არც ვიცი, ეს დამთხვევაა თუ განზრახვა. შეიძლება, მეზობელს ნეიტრალური გადაწყვეტილებების მიღება გაუჭირდეს. არ მაინტერესებს, "ზესტაფონი" ფედერაციასთან დაპირისპირებულია თუ არა, ეს ჩემი გასარჩევი არც არის. ლაპარაკი არც კონკრეტული არბიტრის, თორნიკე გვანცელაძის კვალიფიკაციაზეა, მაგრამ მსაჯთა დანიშვნისას გარკვეული ლოგიკა უნდა არსებობდეს.

აქამდე არ მითქვამს, მაგრამ "ზესტაფონი"-"დინამოს" მატჩისას იგივე პრობლემები შეგვექმნა, რაც ბოლო ტურში "ოლიმპი"-"ზესტაფონის" მატჩისას რუსთაველებს – სადავო ეპიზოდებში გვანცელაძე "ზესტაფონის" სასარგებლო გადაწვეტილებებს იღებდა. დეტალებზე ლაპარაკი არ მსურდა, მაგრამ რაღაცები ერთმანეთს რომ ემთხვევა, კითხვა თავისთავად იბადება. ამიტომ უნდა დანიშნონ ნეიტრალური მსაჯი და არა მეტოქის გუბერნიის წარმომადგენელი. არ არის ეს ლოგიკურად გამართლებული."

მკითხველის კომენტარები / 4 /
გრცხვენოდეს რა ნემსაძე, ასე დაწვრილმანდი? გუბერნია რა შუაშია? თბილისელს უმსაჯია რამდენჯერ ვინ დათვლის დინამოს თამაში. ერთ ერთი მსაჯი თბილისელი იყო მაგ კონკრეტულ თამაშშიც.
sporti+
10:10 27-04-2011
0
1. 30.08.2004, ეჩმ, დინამო - ზესტაფონი 2-0, გ. ვადაჭკორია (თბილისი)
2. 08.11.2004, ეჩმ, ზესტაფონი - დინამო 0-2, ა. შალამბერიძე (ქუთაისი)
3. 09.12.2004, თგმ, დინამო - ზესტაფონი 2-1, ა. შილაკაძე (თბილისი)
4. 14.02.2005, თგმ, ზესტაფონი - დინამო 1-0, ა. ორდინიძე (ონი)
5. 12.03.2005, ეჩმ, დინამო - ზესტაფონი 0-1, ლ. ფანიაშვილი (თბილისი)
6. 08.05.2005, ეჩმ, ზესტაფონი - დინამო 0-0, მ. მალაღურაძე (თბილისი)
7. 20.08.2005, ეჩმ, ზესტაფონი - დინამო 1-0, ლ. ფანიაშვილი (თბილისი)
8. 07.03.2006, თგმ, ზესტაფონი - დინამო 1-0, მ. მაისურაძე (თბილისი)
9. 11.03.2006, ეჩმ, დინამო - ზესტაფონი 2-2, ლ. ფანიაშვილი (თბილისი)
10. 18.03.2006, თგმ, დინამო - ზესტაფონი 0-0, მ. მაისურაძე (თბილისი)
11. 23.09.2006, ეჩმ, ზესტაფონი - დინამო 1-0, ლ. ფანიაშვილი (თბილისი)
12. 13.04.2007, ეჩმ, დინამო - ზესტაფონი 2-2, ლ. ფანიაშვილი (თბილისი)
13. 06.12.2007, ეჩმ, დინამო - ზესტაფონი 2-0, გ. ვადაჭკორია (თბილისი)
14. 08.04.2008, თგმ, დინამო - ზესტაფონი 1-1, ლ. სილაგავა (თბილისი)
15. 03.05.2008, ეჩმ, ზესტაფონი - დინამო 0-1, გ. ვადაჭკორია (თბილისი)
16. 07.05.2008, თგმ, ზესტაფონი - დინამო 1-0, ლ. სილაგავა (თბილისი)
17. 05.10.2008, ეჩმ, ზესტაფონი - დინამო 1-0, ლ. სილაგავა (თბილისი)
18. 11.11.08, თგმ, ზესტაფონი - დინამო 0-0, მ. ბეუქლიშვილი (ყვარელი)
19. 26.11.08, თგმ, დინამო - ზესტაფონი 1-0, მ. ბეუქლიშვილი (ყვარელი)
20. 03.12.2008, სუპერთასი, დინამო - ზესტაფონი 1-0, გ. კიკაჩეიშვილი (ქუთაისი)
21. 25.02.2009, ეჩმ, დინამო - ზესტაფონი 2-0, მ. ურუშაძე (თბილისი)
22. 10.04.2009, ეჩმ, ზესტაფონი - დინამო 0-4, ლ. სილაგავა (თბილისი)
23. 29.08.2009, ეჩმ, ზესტაფონი - დინამო 4-1, ლ. სილაგავა (თბილისი)
24. 07.11.2009, ეჩმ, დინამო - ზესტაფონი 2-0, ლ. კვარაცხელია (ზუგდიდი)
25. 26.02.2010, ეჩმ, ზესტაფონი - დინამო 0-1, ლ. სილაგავა (თბილისი)
26. 01.05.2010, ეჩმ, დინამო - ზესტაფონი 2-0, ლ. კვარაცხელია (ზუგდიდი)
27. 15.08.2010, ეჩმ, დინამო - ზესტაფონი 2-1, ლ. კვარაცხელია (ზუგდიდი)
28. 23.10.2010, ეჩმ, ზესტაფონი - დინამო 0-1, გ. ვადაჭკორია (თბილისი)
29. 19.02.2011, ეჩმ, დინამო - ზესტაფონი 0-0, თ. გვანცელაძე (სამტრედია)
30. 10.04.2011, ეჩმ, ზესტაფონი - დინამო 1-0, თ. გვანცელაძე (სამტრედია)

ეჩმ - ეროვნული ჩემპიონატის მატჩი.
თგმ - თასის გათამაშების მატჩი.


ზესტაფონისა და დინამოს 30 შეხვედრიდან 20 თბილისელმა მსაჯებმა იმსაჯეს

ფიცი მწამს ბოლო მაკვირვებსო...
არა შეჯდა მწყერი ხესა ...
ენას ძვალი არ აქვსო..
ნამუსი მთლა დაკარგე?
სვირი2
12:26 27-04-2011
0

სიახლეები პოპულარული