სფფ-ს სადისციპლინო კომიტეტმა ფეხბურთელები დასაჯა

AutoSharing Option
დღეს, 15:00 საათზე, "მიხეილ მესხის" სტადიონის საპრესკონფერენციო დარბაზში გაიმართა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტის საგანგებო სხდომა.

დღის წესრიგში შემდეგი საკითხები იყო შეტანილი:

1. საფეხბურთო კლუბ "სამტრედიას" მეკარის - კახაბერ ჯინჭარაძის მოედნიდან გაძევების შესახებ (2011 წლის 23 აპრილს, სამტრედია - ვიტ ჯორჯიას მატჩის 89-ე წუთზე ბოლო იმედის ჯარიმისთვის)

2. საფეხბურთო კლუბ რუსთავის "ოლიმპის" ფეხბურთელების - ლუკა რაზმაძისა და ალექსანდრე კვახაძის მოედნიდან გაძევების შესახებ (2011 წლის 23 აპრილს, ოლიმპი - ზესტაფონის მატჩის 90+2 წუთზე), მთავარი მსაჯის - თორნიკე გვანცელაძისა და ასისტენტ გურამ
ჩიგოგიძის სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის და ფიზიკური შეურაცხყოფის მცდელობისთვის.

3. საფეხბურთო კლუბების - ზუგდიდის "ბაიასა" და თბილისის "დინამოს" მატჩის დროს (2011 წლის 23 აპრილს), ზუგდიდის გ.თუთბერიძის სახელობის სტადიონზე, მატჩის 86-ე წუთზე, მთავარი არბიტრის - ხვიჩა გაგნიძის წაქცევის შესახებ.

"ბაიას" გუნდის კაპიტნის - როინ ონიანის არასპორტული მოქმედების შესახებ.

მატჩის 66-ე წუთზე, თბილისის "დინამოს" ფან-კლუბისა და ადგილობრივ გულშემატკივართა შორის მომხდარი ინციდენტის შესახებ.

4. სხვადასხვა


ბოლო დროს, მსგავსი სადაო საკითხებისა და ფეხბურთელებისა თუ მსაჯების მხრიდან დაშვებული შეცდომების სიმრავლის გამო, სადისციპლინო კომიტეტის სხდომები მედიის გამუდმებული და განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ ექცევა. "მიხეილ მესხის" სტადიონის საპრესკონფერენციო დარბაზში, ამჯერადაც სრული ანშლაგი იყო.

სხდომას სადისციპლინო კომიტეტის ყველა წევრი ესწრებოდა. სხდომის პირველი ნაწილი მედიისთვის ღია იყო. წაიკითხეს სადაო მატჩებზე დამსწრე ოფიციალური პირების მოხსენებითი ბარათები და ჟურნალისტებთან ერთად, კიდევ ერთხელ ნახეს ფირზე სადაო მომენტები.

სხდომას ესწრებოდა ზუგდიდის "ბაიასა" და თბილისის "დინამოს" მატჩის მთავარი არბიტრი - ხვიჩა გაგნიძე, რომელმაც ზეპირი სახით გააკეთა ახსნა-განმარტებები მომხდართან დაკავშირებით.

საბოლოოდ, სფფ-ს სადისციპლინო კომიტეტმა ასეთი გადაწყვეტილებები მიიღო:

საფეხბურთო კლუბ "სამტრედიას" მეკარეს - კახაბერ ჯინჭარაძეს მიეცა ერთ თამაშიანი დისკვალიფიკაცია და ფულადი ჯარიმა - 100 ლარი.

საფეხბურთო კლუბ "ოლიმპის" ფეხბურთელები - ლუკა რაზმაძე და ალექსანდრე კვახაძე დისკვალიფიცირებულები არიან მიმდინარე სეზონის ბოლომდე. მათ ასევე დაეკისრათ ფულადი ჯარიმები 600-600 ლარის ოდენობით.

საფეხბურთო კლუბების - ზუგდიდის "ბაიასა" და თბილისის "დინამოს" მატჩის 86-ე წუთზე, მთავარი არბიტრის - ხვიჩა გაგნიძის წაქცევაზე, მოხსენებითი ბარათების წაკითხვისა და თავად მსაჯის მონათხრობის შემდეგ, დადგინდა, რომ მისთვის ხელი არავის უკრავს.

"ბაიას" კაპიტანი - როინ ონიანი კი, არასპორტული მოქმედებისა და მსაჯთან განუწყვეტელი კამათის გამო ერთმატჩიანი დისკვალიფიკაციითა და 200 ლარით დაისაჯა.

სფფ-ს სადისციპლინო კომიტეტმა, ზუგდიდური კლუბის ხელმძღვანელობას მისცა გაფფრთხილება, საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის მატჩების მიმდინარეობისას, სათანადო ყურადღება მიაქციონ რეგლამენტით გათვალისწინებული მოთხოვნების მაღალ დონეზე დაცვას და სტუმარი გუნდის გულშემატკივრების დაცვის უზრუნველყოფას.

gff.ge
მკითხველის კომენტარები / 2 /
ეგრეა ეგრე
gigiloooo
20:08 29-04-2011
0
კვახაძემ საკუთარ კარში გაიტანა გოლი რაზმაძემ პირისპირ გასულმა მეკარეს გაარტყა ბურთი ეს იყო მათი გაგიჟების მიზეზი და არა მსაჯები თუ მიხვდებით კარგი იქნება
gigiloooo
19:59 29-04-2011
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული