”დაისჯება ყველა, ვინც დამნაშავე იქნება - ფეხბურთელი, მწვრთნელი თუ კლუბის პრეზიდენტი"

AutoSharing Option
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლადო ვარძელაშვილი, საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატში მონაწილე რამდენიმე ფეხბურთელის დაკავებას გამოეხმაურა და ჟურნალისტებისთვის ბრიფინგზე კომენტარი გააკეთა.

ლადო ვარძელაშვილი:" მომხდარი ფაქტი სცილდება სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსა და ფეხბურთის ფედერაციის კომპეტენციას. მეორეს მხრივ, ყველამ უნდა გამოვხატოთ ჩვენი აზრი ამ მართლაც უმსგავსო ფაქტზე, რათა მსგავსი რამ აღარ განმეორდეს. სწორედ, ასეთი ადამაინები უშლიან ხელს ქართული ფეხბურთის განვითარებას.

გამოძიება დაადგენს კონკრეტული ადამიანების ბრალეულობას, რის შემდეგაც ფეხბურთის ფედერაცია მიიღებს შესაბამის სანქციებს. დაისჯება ყველა, ვინც დამნაშავე იქნება - ფეხბურთელი, მწვრთნელი თუ კლუბის
პრეზიდენტი".

msy.gov.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული