ზვიად სიჭინავა: ვინც თავისი გუნდის თამაშს ყიდის, ის სამშობლოსაც ადვილად გაყიდის

AutoSharing Option
ე.წ. გაყიდულ თამაშებთან დაკავშირებით საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ზვიად სიჭინავამ საგანგებო ბრიფინგი გამართა.

"ჩვენ ერთი წელია, ვებრძვით სამსაჯო კომიტეტს, რომ ასეთი ფაქტები აღმოიფხვრას. მივმართავთ უეფას და ფიფას. რაც უნდა სასტიკი გადაწყვეტილება მიიღონ ამ დანაშაულის შესახებ, მას აღვასრულებთ. ვინც თავისი გუნდის მატჩებს ყიდის, ის სამშობლოსაც ადვილად გაყიდის", - განაცხადა ზვიად სიჭინავამ.

მისივე თქმით, გამოძიება გრძელდება და შესაძლოა, მსგავს კორუფციულ გარიგებებში სხვა საფეხბურთო გუნდებიც გამოვლინდნენ.

სიჭინავამ მადლობა გადაუხადა ძალოვანი სტრუქტურების იმ წარმომადგენლებს, რომლებმაც აღნიშნული კორუფციული სქემა გაშიფრეს.

”ინტერპრესნიუსი”
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული