შეგახსენებთ, რომ ამა წლის იანვრიდან "დინამოს" დუბლშემადგენლობის მთავარ მწვრთნელად გამოცდილი სპეციალისტი რამაზ მუმლაძე დაინიშნა; და აი, თავის ძველ-ახალ კლუბში დაბრუნებულმა მუმლაძემ "დინამოს" დუბლშემადგენლობას საქართველოს ჩემპიონატი მოაგებინა.
ფოთის "კოლხეთთან" მატჩში დინამოელთაგან გოლები გაიტანეს: გიგა წენგუაშვილმა, გივი არახამიამ, ვახტანგ ფოცხვერიამ, ბესიკ ამაშუკელმა და ლევან კუხალეიშვილმა. ამ "საჩემპიონო" მატჩში "დინამოს" ასეთი
სხვათა შორის, "დინამოსა" და "კოლხეთის" დუბლშემადგენლობათა შეხვედრას საქართველოს ეროვნული და ახალგაზრდული ნაკრებების მთავარი მწვრთნელები, თემურ ქეცბაია, ოთარ გაბელია და სრული შემადგენლობით "დინამოს" სამწვრთნელო შტაბი ესწრებოდნენ.
მატჩის დასრულებისთანავე, "დინამოს" დუბლშემადგენლობის ფეხბურთელებს, მთავარ მწვრთნელს, რამაზ მუმლაძესა და გუნდის სხვა წევრებს ჩემპიონობა კლუბის გენერალურმა დირექტორმა ზურაბ პოლოლიკაშვილმა მიულოცა.